დღეს საღამოს თბილისში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.
ამის შესახებ ინტერფაქსის სააგენტო იუწყება. მასვე მოჰყავს გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი ჯანაშიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ ნარჩემაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენება ანგარების მიზნით. ჯანაშიას თქმით, ნარჩემაშვილის მინისტრობის პერიოდში, 2000-2003 წლებში, შემოღებულ იქნა საგზაო პოლიციის მიერ ავტომანქანების გაფორმების არასწორი პრაქტიკა, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.