ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა საშიშროების ზონად რჩება, ღამის სროლები არ წყდება, სამშვიდობო ძალები კი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის თითქმის არაფერს აკეთებენ, თუმცა რუსეთის მხრიდან ჯავშანტექნიკას და შეიარაღებას იმარაგებენ. რუსეთიდან კონფლიქტის ზონაში შეტანა დამატებითი შეიარაღებისა, რაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, კონფლიქტის ზონაში განლაგებული ოსური სამშვიდობო ბატალიონისთვის არის განკუთვნილი, ახალი ვნებათაღელვის საბაბი გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მხარემ თავისი პრეტენზია ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის მოსამზადებელ შეხვედრაზე გამოხატა.
ლაპარაკია 22 ერთეულ ქვეით საბრძოლო მანქანასა და 18 ერთეულ ჯავშანტრასპორტიორზე, რომელთა კონცენტრაციაც მოხდა რუსეთის მხრიდან ჯავასთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ეს ტექნიკა შემოტანილ იქნა ოსური სამშვიდობო ბატალიონის მოძველებული და დაზიანებული სამხედრო ტექნიკის გეგმიური შეცვლისთვის, რის შესახებაც მხარეებს წინასწარ ეცნობათ 16 ივლისს სამშვიდობო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავაც ესწრებოდა.
საქართველოს მხარე შეთანხმებას უარყოფს. ჯავასთან ოსური სამშვიდობო ბატალიონისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით უშიშროების მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ასწავლის რუსებს კანონის შესაბამისად მუშაობას და იმას, რომ საქართველოსთან ადრევე უნდა შეათანხმონ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეტანის საკითხები.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალები 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულების თანახმად განლაგდა, ხელშეკრულებისა, რომელსაც რუსეთთან ერთად საქართველოც აწერს ხელს. ოსური სამშვიდობო ბატალიონისთვის სამხედრო ტექნიკის გამოყოფა, აგრეთვე, მისი რემონტისა და მომსახურების ვალდებულება რუსეთმა იკისრა. ამდენად, კონფლიქტის ზონაში განხორციელებული საეჭვო მანევრის გასამართლებლად რუსეთს დაგომისის ხელშეკრულების მოშველიება ჰყოფნის, თუმცა 20 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი ამ ხელშეკრულების დენონსაციით დაიმუქრა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ იმ შეთანხმებას, რომლითაც გვიკრძალავენ საქართველოს შუაგულში საქართველოს დროშის აფრიალებას, მე არ ვცნობ და, თუ შევარდნაძემ მოაწერა მას ხელი, მე მზად ვარ მოვახდინო მისი დენონსაცია. ჩვენ არ გვინდა არავისზე თავდასხმა, მაგრამ რა გგონიათ, ის ხალხი, რომელსაც შემოაქვს ტანკები, შემოაქვს ჭურვები, რამეს დაგვითმობს? “
საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. “ყველა მხარეს აქვს უფლება გამოვიდეს შეთანხმებიდან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების დარღვევა გაზრდის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების განახლების რისკს,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამხედრო ტექნიკის შეტანის ფაქტზე პრეტენზია საქართველოს მხარემ ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის მოსამზადებელ შეხვედრაზე გამოხატა.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ კონფლიქტის ზონაში დაკავებულ იქნა რუსული წარმოების ჭურვებით დატირთული ავტომანქანა და როგორც ოსებმა, ისე რუსმა სამშვიდობოებმა უარყვეს ამ შეიარაღების გატანასთან რაიმე კავშირი.
21 ივლისს ცხინვალის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ნატოსთან ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრუს ჯეკსონმა მოინახულა. მას შეხვედრები ჰქონდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან, რომელთაც უთხრა, რომ ისინი ვერ შეძლებენ უზრუნველყონ საკუთარი ხალხის მომავალი და ამიტომ უნდა იმოქმედონ უფრო ღიად და საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკება აწარმოონ.