ოფიციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შესახებ. ეს განაცხადი მოულოდნელი არავისთვის - და არც უმრავლესობის ლიდერებისთვის - ყოფილა. რესპუბლიკელთა სახეების საპარლამენტო უმრავლესობიდან გამიჯვნა მოსალოდნელი იყო და ეს პროცესი აჭარაში ჩატარებულმა არჩევნებმა, იმავდროულად, აჭარის სტატუსისადმი უმრავლესობის დამოკიდებულებამ დააჩქარა. მოსახდენი მოხდა და ამან გარკვეული ბზარები თვით “რესპუბლიკურ პარტიაშიც” გააჩინა: საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ არ გაიზიარა თანაპარტიელების პოზიცია და უმრავლესობაში დარჩა, რესპუბლიკური პარტიის გარკვეულმა წარმომადგენლებმა კი “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
რესპუბლიკელთაგან საპარლამენტო უმრავლესობაში რომან გოცირიძესთან ერთად ნუგზარ მგელაძეც დარჩა. დანარჩენები, “რესპუბლიკური პარტიის” სახეები, 30 ივნისიდან საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აღარ არიან. უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მათ სამშაბათს მიიღეს, ოთხშაბათს კი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს. გადაწყვეტილების მოტივად დასახელდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და აჭარის სტატუსისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება. უმრავლესობიდან გასულ პირებს მიაჩნიათ, რომ აჭარაში და მთელ საქართველოში მიდის ხელისუფლების სრული ცენტრალიზაცია, რაც ძალიან შორს არის დემოკრატიისგან. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო უმარვლესობიდან რესპუბლიკელთა უმრავლესობის დემარში სწორედ დემოკრატიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებამ განსაზღვრა. აი, ერთი ნაწყვეტი რადიო “თავისუფლებისთვის” დავით ბერძენიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუდან, რომელსაც სრული სახით ხუთშაბათს შემოგთავაზებთ:
[დავით ბერძენიშვილის ხმა] “მოავტორიტარო ხელისუფლება დემოკრატიის თანხლებით არ არის თავსებადი. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე და ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი არ გავიდა. მე ველი საფრთხეს საქართველოში დემოკრატიაზე სერიოზული შეტევისა, ტენდენციები უკვე ჩანს და რაც უფრო მძლავრი იქნება დემოკრატიული საზოგადოების ჯებირი, მით უფრო მეტი იქნება ალბათობა იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ითანამშრომლებს დემოკრატიულ სტრუქტურებთან. “
საფრთხე დემოკრატიაზე სერიოზული შეტევისა კონსტიტუციის შეცვლისას გამოიკვეთა. რესპუბლიკელები ამ ცვლილებების წინააღმდეგ წავიდნენ, თუმცა ძალას, რომელმაც არადემოკრატიული საკონსტიტუციო ცვლილებები გაატარა, აჭარაში “ ვარდების რევოლუციის” ექსპორტის შემდეგ გაემიჯნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების გამო საპარლამენტო უმრავლესობა - იმავდროულად, “ნაციონალური მოძრაობა” - კობა დავითაშვილმა დატოვა. ზვიად ძიძიგური და გიორგი კუკავა კი უმრავლესობას საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის გამო გაემიჯნენ. ამით მათ უმრავლესობის წევრებზე ხელმძღვანელების ზეწოლა გააპროტესტეს. მაგრამ დავუბრუნდეთ “რესპუბლიკელებს” . დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ შემოდგომისთვის მათ ფრაქციად ტრანსფორმაცია არ უნდა გაუჭირდეთ. რაც შეეხება მოქმედების ტაქტიკას, ბერძენიშვილის თქმით, ის და მისი თანამებრძოლები პრეზიდენტ სააკაშვილს დაუჭერენ მხარს კარგ საქმეებში, მაგრამ თუ პროცესები დემოკრატიის საწინააღმდეგოდ განვითარდება, იქნებიან უაღრესად კრიტიკულები. ასე რომ, ხელისუფლების ოპოზიციის ფლანგზე სერიოზული კრიზისის დროს, ოპოზიციაში დაბრუნდა მცირერიცხოვანი, მაგრამ ინტელექტუალური ჯგუფი, დავით ბერძენიშვილის სიტყვებით, “ ჯგუფი , რომლისთვისაც განმსაზღვრელი ყოველთვის იყო ხარისხი და არა რაოდენობა.” აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელების ლიდერს პარტიულ დანაკლისად არ მიაჩნია “რესპუბლიკური პარტიის” წევრთა ერთი ნაწილის გადაწყვეტილება “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაბარგების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე განცხადება 30 ივნისს რესპუბლიკური პარტიის სამგორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ სირაძემ გააკეთა.