რაც სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა 400 ტომიანი საქმე უკანასკნელ 3 თვეში შეისწავლა და დაასკვნა, რომ ზვიად გამსახურდიას არ უმტკიცდება ბრალად შერაცხული არც ერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ჯერი სასამართლოზეა, პროკურატურა სასამართლოს ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაციას მოსთხოვს. როგორ უყურებენ საქართველოში ამ პროცესს?
ზვიად გამსახურდიას ბრალი ედებოდა სამშობლოს ღალატში, შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების ორგანიზებაში, ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებაში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 1992 წელს აღიძრა და 1994 წელს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შეჩერდა, თუმცა საქმე არ შემწყდარა. ის ამა წლის 18 თებერვალს განახლდა. სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელსაც რევაზ ზარანდია ხელმძღვანელობდა, წარმოადგინა დასკვნა, რომლის საფუძველზეც
ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ზვიად გამსახურდიას ყველა ბრალდება მოეხსნა და, როგორც უკვე ვთქვით, ჯერი რეაბილიტაციაზეა. მომხდარით გამსახურდიას თანამებრძოლები კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ამის შემდეგ სვლა მთავარი მიზნისკენ უნდა დაიწყოს.
უზენაესი საბჭოს წარმომადგენლის ტარიელ ფუტკარაძის თქმით, მთავარი მიზანი ზვიად განსახურდიას მკვლელობის გამოძიება და მისი ხელისუფლების დამხობის სამართლებრივი შეფასებაა:
[ტარიელ ფუტკარაძის ხმა] “ახლა ჩვენი მთავარი მიზანია მოხდეს გამოძიება გამსახურდიას მკვლელობისა და გამოძიება პუტჩის ფაქტისა. “
ლაპარაკია ფაქტზე, რომელიც თავის დროზე დემოკრატიულ რევოლუციად შეფასდა, მოგვიანებით კი - სამხედრო გადატრიალებად. შეფასებების მიუხედავად, 1991-92 წლების სისხლიანი დაპირისპირების მომსწრეებს ამ მოვლენაზე თავ-თავისი შეხედულება აქვთ და აქედან გამომდინარე ცდილობენ გაერკვნენ იმაში, სწორია თუ არა ზვიად გამსახურდიას სახელის რეაბილიტაცია.
[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “რამდენადაც მე ვარ თბილისელი, დაზარალებული, ჩემთვის რთული განსასჯელია. 13 წლის მანძილზე არავის არ გაუცია პასუხი იმაზე, რომ 300 -მდე ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, როდესაც მთავრობა იყო პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდებოდა თბილისის ცენტრში. “
“ხალხს კარგად ახსოვს, რაც თბილისში მოხდა. გავა დრო და ისტორია განსჯის, საჭიროა თუ არა გამსახურდიას სახელის რეაბილიტაცი,” - გვითხრა ქალბატონმა, რომელსაც თბილისის ომის დროს სახლი დაეწვა. მომხდარიდან გასული პერიოდი ცოტა რომ არის ისტორიად ქცეულის შესაფასებლად, ეს ჩვენთან საუბრისას სხვა მოქალაქემაც აღნიშნა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის მომხრე დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის რეაბილიტაციისა და აი, რატომ :
[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] “ჩემთვის მისაღებია მისი რეაბილიტაცია, იმიტომ რომ მაინც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მიუხედავდ იმისა, რომ მე გამსახურდიას ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი და ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა გამსახურდია მოღვაწეობდა. ჩემი აზრით, რომ არა მისი შეცდომები, შეიძლებოდა ბევრი რამ უკეთესად წარმართულიყო ჩვენს ქვეყანაში. “ (სტილი დაცულია)
ასეა თუ ისე, დრო ყველაფრის მკურნალია და საქართველოშიც მიიჩნიეს, რომ დადგა დრო მომხდარის შესახებ სიმართლის თქმისა, თუმცა “ როცა საქმე სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდს და ამ პერიოდის პრეზიდენტს ეხება, სიმართლე არ შეიძლება ითქვას ერთი მხარის პოზიციიდანო, “ - ფიქრობენ პირები, რომლებიც თავის დროზე აქტიურად დაუპირისპირდნენ გამსახურდიას და მის ხელისუფლებას.
[დოდო გუგეშაშვილის ხმა] “რეაბილიტაცია უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამ პერიოდისთვის, ჩვენდა სამარცხვინოდ , სამოქალაქო ომში იყო ჩართული. მხოლოდ ეს იქნება ობიექტური გადაწყვეტილება. “
ეს იყო დოდო გუგეშაშვილი. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ ზვიად გამსახურდიას და მისი მომხრეების რეაბილიტაციით არის დაკავებული.