სუბიექტების რეგისტრაცია. ამ ეტაპისთვის, ჩანს, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 10 სუბიექტი იღებს მონაწილეობას. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანს რეგისტრაცია შეუჩერონ - მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე პარტიის ან ბლოკის საარჩევნო სიაში 18 კაცზე ნაკლები იქნება წარმოდგენილი. აჭარაში წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. ყველასთვის ნათელია, რომ იქ ჭიდილი, ძირითადად, ყოფილ პარტნიორებს "ნაციონალურ მოძრაობასა" და რესპუბლიკელებს შორის მიდის . საარჩევნო კომისიამ რესპუბლიკელები რეგისტრაციაში არ გაატარა იმ სახელწოდებით, რა სახელწოდებაც მათ სურდათ.
რესპუბლიკურ პარტიას უარი უთხრეს მოთხოვნაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში "ბერძენიშვილი, ზოიძე - ჩვენი აჭარის" სახელწოდებით მიეღო მონაწილეობა. რესპუბლიკელები 20 ივნისის არჩევნებში ძალებს "ბერძენიშვილი - რესპუბლიკელების" სახელით მოსინჯავენ, მათი მთავარი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობა" კი "სააკაშვილი -გამარჯვებული აჭარის" სახელით იასპარეზებს.
სახელწოდებასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მოთხოვნაზე ნათქვამ უარს დავით ბერძენიშვილი ხსნის კონკურენტთა სურვილით, მათთან დაპირისპირებულ ძალას არჩევნებში ვერ მიეღო მონაწილეობა რესპუბლიკელების კიდევ ერთი ლიდერის, ზოიძის, და, რაც მთავარია, "ჩვენი აჭარის" სახელით. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკელებს უსამართლოდ უთხრეს უარი. მისი თქმით, მას და მის თანამებრძოლებს უარის გასაჩივრებისთვის, უბრალოდ, დრო აღარ დარჩათ. ამ პრეტენზიაზე საპასუხოდ კი უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი კანონს იმოწმებს და აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს სახელი სწორედ კანონის მოთხოვნით არ შეაცვლევინეს:
[გიზოს ხმა] "არ ითვალისწინებს კანონი სახელის შეცვლას. თუ უნდოდათ, ეგ სახელი თავიდანვე შემოეტანათ, როგორც " ბერძენიშვილი -რესპუბლიკელები" შემოიტანეს და დავარეგისტრირებდით ასე. "
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიამ 20 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში 10 სუბიექტი გაატარა, მათ შორის: მრეწველები, ლეიბორისტები, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ახალი კომუნისტები, ერთიანი კომუნისტები და ეროვნულ-დემოკრატების, ტრადიციონალისტების და ქრისტიან-დემოკრატების ბლოკი, ყველასათვის ცხადია, რომ რეალური კონკურენტები "ბერძენიშვილი -რესპუბლიკელები" და "სააკაშვილი - გამარჯვებული აჭარა" არიან. რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიას აჭარაში ამ პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი უდგას სათავეში, თუმცა აჭარის დროებითი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომლის ძალითაც საქართველოს პარლამენტის წევრს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ის ვერ იქნება საკუთარი პარტიის საარჩევნო სიის სათავეში. სხვათა შორის, ბერძენიშვილი ამ გადაწყვეტილებას პირადად მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. რაც შეეხება "სააკაშვილი -გამარჯვებული აჭარის" ნომერ პირველ სახეს, დავით ბერძენიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა კობა ხაბაზმა გააკეთა განცხადება, რომ ტოვებს საქართველოს პარლამენტს, რითაც გააჩინა ეჭვი, ხომ არ შესთავაზეს მას გარკვეული გარანტიები. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რევოლუციის შემდეგ კობა ხაბაზმა რესპუბლიკელებთან ერთად ყოფნას სახელისუფლებო ძალაში ყოფნა არჩია და სახელისუფლებო ძალაშიც აცხადებენ , რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აუცილებლად კობა ხაბაზი უნდა გახდეს - ხაბაზი, რომელსაც ოპონენტები ბრალად სდებენ ნაციონალების პარტიულ სიაში მორჩილი და ცუდი რეპუტაციის პირთა, მათ შორის, ასლან აბაშიძესთან დაახლოებული ხალხის შეყვანას. სიების წარდგინება ჯერ არ მომხდარა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი სიამაყით აცხადებს, რომ "ბერძენიშვილი - რესპუბლიკელების" სიაში ყოველი მეორე მეცნიერებათა კანდიდატია, საერთო ჯამში კი, სია სუფთა და კომპეტენტურია.