ცნობილი გახდება, რა გზები დასახა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემის გადასაჭრელად. მანამდე პროექტის დეტალები უცნობია ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. ხელისუფლების გეგმაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშიც. სააკაშვილმა ყველასთვის ასე საინტერესო საპროგრამო სიტყვა მოსკოვში საქართველოს სამთავრობო დეგლეგაციის მიერ წარმოებული შეხვედრების შემდეგ უნდა წარმოთქვას. ამდენად, არის მოლოდინი, რომ მასში მოსკოვში მიღწეული შეთანხმებებიც იქნება გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ საზოგადოებისთვის ეს შეთანხმებებიც უცნობია. რუსეთთან ფარულ შეთანხმებებზე აგებული სტრატეგია კი თავისთავად ბადებს ისეთ ეჭვს, როგორიც ჩემთან საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა გია გვაზავამ გამოთქვა:
[გია გვაზავას ხმა] "რას ვიღებთ? ბატონი გოგა ხან კონფედერაციაზე ლაპარაკობს, ხან ფედერაციაზე. ამ დროს აფხაზები აცხადებენ, რომ არაფერზე არ ილაპარაკებენ, გარდა თავისუფლებისა. ვერ გავიგე, რაში ვიცვლებით? რატომ მიდის ეს პროცესები ასე ჩუმად? "
გია გვაზავამ ბოდენის პროექტზე დაფუძნებული ახალი პროექტის შესახებ იცის მხოლოდ ის, რაც პრესაში წაუკითხავს ან რისთვისაც სატელევიზიო გადაცემებში მოუკრავს ყური. იცის, რომ აფხაზებს ერთიანი საქართველოს ფარგლებში სუვერენიტეტის მაქსიმუმს სთავზობენ, თუმცა არ იცის, რეალურად რას ითვალისწინებს ეს შეთავაზება - საქართველოს ფედერაციულ მოწყობას თუ კონფედერაციას.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების გეგმის შემუშავებაში, რა თქმა უნდა, არ ჩაურთავთ, რადგან აფხაზეთის დევნილმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ფუნქცია ვერც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიძინა. ის, გია გვაზავას თქმით, "ლტოლვითა დამკრძალავ ბიუროდ დარჩა."
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პროექტის პრეზენტაციის წინ პროექტის დეტალებზე ნათელი წარმოდგენა არც პარლამენტში აქვთ. ამდენად, "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერი დავით გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილის საპროგრამო სიტყვას ინტერესით ელოდება, მით უფრო, რომ ჟვანიას მოსკოვურმა შეხვედრებმა სერიოზული ეჭვები აღუძრა და დიდი სურვილი აქვს, ეს ეჭვები არ გამართლდეს. ერთ-ერთი ეჭვი ასეთია: ხომ არ ხდება გარიგება სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, თანაც, დევნილთა მხოლოდ გალის რაიონში დაბრუნების გარანტიების სანაცვლოდ?
[დავით გამყრელიძის ხმა] "მე არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი იმით დასრულდეს, რომ გალში მოხდეს დევნილების დაბრუნება და ამით დასრულდეს აფხაზეთის საქართველოსთან შემოერთების პროცესი. ამის სანაცვლოდ, აღდგეს რკინიგზა და რეალურად საქართველოს საზღვარი გავლებულ იქნეს გალის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. თუ გათვლილია, რომ გალი იყოს პირველი და მერე ნელ-ნელა მთლიანად მოგვარდეს პრობლემა, მაშინ საინტერესოა, თუმცა მეეჭვება."(სტილი დაცულია)
როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა მთლიანად? ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა 24 მაისს გააკეთა მინიშნება, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალ პროგრამაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკონომიკურ ბერკეტებს უკავია:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დავდივარ და მეკითხებიან, როდის დაგვაბრუნებ? როცა საქართველოს ბიუჯეტი იქნება 5-ჯერ, 6-ჯერ მეტი. ამას ტანკებით ვერ გააკეთებ. ახლა ოსები ფიქრობენ: აი, რუსეთი გვაძლევს მეტ პენსიას, მაგრამ თუ საქართველოში არის დინამიკა, თუ საქართველო ვითარდება, საქართველოში უკეთესია. აფხაზებიც ნელ-ნელა უნდა მივიყვანოთ ამ შეგნებამდე. "
მიუხედავად იმისა, რომ რუსები ოსებს მეტ პენსიას სთავაზობენ, აფხაზებს კი - რუსეთის პასპორტებს, არც საქართველოს ახალი ხელისუფლება აპირებს საჯაროდ თქვას, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად. თბილისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან გასაიდუმლოებული შეხვედრების შემდეგ, რომლებზეც, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემეზე იყო მსჯელობა, საკმაოდ ბუნდოვანია, რა იგულისხმება განცხადებაში, რომელიც რუსეთის პრემიერმა მოსკოვში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამ განცხადების მიხედვით, აფხაზეთის საკითხი მოფიქრებულად, რუსეთის და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ისე, რომ არ უნდა იქნეს დავიწყებული საკითხები, რაც აფხაზებს აინტერესებთ."
რუსეთს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, აფხაზეთში რუსების მიერ დაბანდებული კაპიტალის ლეგალიზებაც აინტერესებთ. მდგომარეობა, აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების ინფორმაციით კი, ასეთია: პრაქტიკულად მთელი აფხაზეთი შესყიდულია, დაწყებული ბიჭვინთით და დამთავრებული გალის მასივებით.