- საქართველოში მკაფიო წარმოდგენა არა აქვთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ჯერაც არ გამოკვეთილა, რის ფასად ხდება რუსეთი საქართველოს კეთილი მეზობელი. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, მოსკოვში იმყოფება. ორშაბათს იქ მხარეთა ოფიციალური ურთიერთობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრით, რომელიც, რუსეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, გამორჩეულად კონსტრუქციული იყო. რას უნდა ველოდეთ ამ კონსტრუქციულობისგან?
მოსკოვში ზურაბ ჟვანიას შეხვედრებს რუსეთის პრესა საქართველოში რუსეთის მსხვილი კაპიტალისთვის კარის გახსნის მოლოდინს უკავშირებს. საქართველოს პრემიერ- მინისტრის რუსეთში ვიზიტის დღის წესრიგით, ამ ქვეყნის ბიზნესელიტასთან შეხვედრები 24 მაისსაც განისაზღვრა და 25 მაისსაც. ოდნავ მოგვიანებით კი, 27-29 მაისს, თბილისში რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი ჩატარდება. მოსკოვში საქართველოს დელეგაცია ამ ბიზნესფორუმის მოსამზადებლადაც ჩავიდა და რუსეთში ელიან, რომ 27 -29 მაისს საქართველო თბილისში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის, დიდი ჩრდილოელი მეზობლის მატერიალურ - ფინანსურ რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის, დემონსტრირებას მოახდენს. ამას გარდა, რუსეთში კმაყოფილები არიან საქართველოს ხელისუფლების პოზიციით - დაიცვას რუსეთის კაპიტალი აჭარაში და ფიქრობენ, რომ მხარეებს ახლა იმაზე მართებთ მოლაპარაკება, თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთში ჩადებული რუსული კაპიტალის ლეგალიზაცია და როგორ შეიძლება წაადგეს ეს აფხაზეთში არსებული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას.
ასეთ მინიშნებებს რუსეთში ადრე არ აკეთებდნენ და არც საქართველოში სჯეროდათ რუსეთის კეთილმეზობლობისა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის იმ მხრივაც, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველგვარი გართულების გარეშე მიდის. 24 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: ჩარჩო ხელშეკრულების, სავიზო რეჟიმის, რუსეთის სამხედრო ბაზების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები ისე, რომ მხარეთა შორის პრინციპული უთანხმოება არ გამოკვეთილა. პირიქით, რუსეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა უაღრესად პოზიტიური იყო.
აქამდე მსგავს შეხვედრებზე ვერ ხერხდებოდა მხარეთა პოზიციების დაახლოება ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადებია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ დღეს რუსეთთან ამ საკითხზე შეთანხმება შეიძლება.
[გივი თარგამაძის ხმა] " მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე პროდუქტიულად შეიძლება რუსებთან თანამშრომლობა, მით უფრო, რომ ისინი თავადვე აღიარებენ, რომ ამ ბაზების შენახვა ძვირია და ადრე თუ გვიან მათი გატანა მოუწევთ. "
"საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადებთან დაკავშირებით გარკევულ კომპრომისზე წასვლა შეიძლება და ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან კომპრომისის მაქსიმუმი 5 წელი შეიძლება იყოს," - ამბობს გივი თარგამაძე და ნათქვამს დასძენს, რომ არ არსებობს საფუძველი ეჭვისთვის - რის ფასად ხდება დათბობა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში.
[გივი თარგამაძის ხმა] "საფუძველი ეჭვისათვის, რომ რაღაც გარიგება ხდება და მოხდება, არ არსებობს. ჯერჯერობით ამ ურთიერთობების დათბობამ საქართველოს სასიკეთო შედეგები მოუტანა, მაგალითად, აჭარაში."
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობა ასევე სასიკეთო შედეგებს მოიტანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და მაინც, რის ფასად შეიძლება მივიღოთ ეს სასიკეთო შედეგები, არ ხმაურდება. მოსკოვში ზურაბ ჟვანიას მიერ გამართული შეხვედრების მთავარი თემები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა ყოფილიყო. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღებს უწინდებურად მოსკოვში ეძებს.