გიორგი კენჭაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" სიით, - ის " ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. კენჭაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გამოძალვის მუხლით აღიძრა, გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. დეპუტატის და სახელისუფლებო პარტიის წევრის დაკავების ფაქტს მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ხელისუფლების გამარჯვება უწოდა.
"პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში," - ასე უწოდა მიხეილ სააკაშვილმა ფულის გამოძალვის ფაქტზე ქვეყნის პარლამენტის წევრის - თანაც, სახელისუფლებო პარტიის წევრის - დაკავებას. გიორგი კენჭაძე თბილისში დააკავეს და მას თან ჰქონდა 100000 დანომრილი დოლარი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბათუმელი ბიზნესმენისგან უნდა მიეღო. უშიშროების სამინისტროსთვის ცნობილი იყო, რომ დეპუტატმა ეს ფული ბიზნესმენს მისი ბიზნესის ლობირებისთვის მოსთხოვა. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო პრეზიდენტისთვისაც - კენჭაძის დაკავების ოპერაცია უშიშროების მინისტრის და გენერალური პროკურორის დონეზე დაიგეგმა. დეპუტატთან ერთად დაკავებულ იქნა მისი პირადი მძღოლიც, თუმცა ის მალევე გათავისუფლდა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის წევრი დაკავებულ იქნა კორუფციული ბრალდებით. პირველი შემთხვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის სხვა ხელისუფლება და სხვა პრეზიდენტი. "
სხვა პრეზიდენტი ხელისუფლების მადაგაზრდილ წევრებს, მართლაც, სხვა ენაზე ელაპარაკება:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ამ მართლა ღორს ხელფასი ჰქონდა 1000 ლარი, ამ პარლამენტარს. ეს არ იკმარა და დაერია თავის მოქალაქეებს. "
სისხლის სამართლის საქმე, გამოძალვის მუხლით, 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გენერალური პროკურატურის მოთხოვნა კენჭაძისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტმა განიხილა. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს მიიღებენ. ძალიან საეჭვოა პარლამენტი კენჭაძისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნას შეეწინააღმდეგოს. პრეზიდენტი საზოგადოებას ამ პარლამენტის შეკრებამდე აძლევდა პირობას, რომ პარლამენტარებს გაკრიმინალებას არ აპატიებდა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ახალ პარლამენტში თუ კიდევ გაკრიმინალდა ვინმე, ოქრუაშვილთან სიამოვნებით მიიღებენ. ჩვენს პარლამენტარებს ექნებათ ზუსტად ისეთივე იმუნიტეტი, როგორიც აქვთ ამერიკის კონგრესის წევრებს, რომელთაც არა აქვთ იმუნიტეტი. "
გიორგი კენჭაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია. ოთხშაბათს ის სწორედ ამ კომიტეტის სხდომას უნდა დასწრებოდა, მაგრამ იმ დღეს უშიშროების წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რომლის წყაროდაც გენერალური პროკურატურა სახელდება, ეს დეპუტატი წარსულში ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხიდან შეწყალებით არის გმოშვებული. არის თუ არა ეს ასე, სახელისუფლებო ფრაქციაში არ იციან. ყოველ შემთხვევაში, კენჭაძის საეჭვო წარსულზე ინფორმაციას არ ფლობს ფრაქციის ლიდერი მაია ნადირაძე. გიორგი კენჭაძეს თანაფრაქციელები იცნობენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, აქტიურ რევოლუციონერს როგორც ნოემბრის, ისე მაისის რევოლუციის დღეებში. ასეა თუ ისე, როგორც ამას კენჭაძის შემთხვევა ადასტურებს, რევოლუციური დამსახურება საქართველოს ახალ რეალობაში აღარ ჭრის. თანაპარტიელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სანამ ის ქვეყნის ხელისუფლების სათავეშია, ხელისუფლების წმენდის პროცესი არ შეწყდება.