და სახელმწიფო სტრუქტურებში დიდი საკადრო წმენდის გატარების პროცესი. ასლან აბაშიძის რეჟიმისგან განთავისუფლებულ კუთხეში ახალ დასაწყისზე მეთვალყურეობა დროებით საკოორდინაციო საბჭოს დაევალა, ამ საბჭოში პირველობა კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარს ლევან ვარშალომიძეს მიაკუთვნეს. ლევან ვარშალომიძე აქამდე რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. რა შეცვალა აჭარაში მაისის რევოლუციამ?
40 დღეში აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები ჩატარდება, მანამდე ავტონომიის ტერიტორია პირდაპირ საპრეზიდენტო მმართველობას ექვემდებარება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით საკოორდინაციო საბჭოს პირველ ეტაპზე უშუალოდ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ის კვლავაც ბათუმში რჩება, ისე კი, დროებითი საბჭოს კოორდინირება, როგორც უკვე ვთქვით, ლევან ვარშალომიძეს ევალება. ის, "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი შეფი, ბათუმელია და, თავისი დიდ ხნის მეგობრის მიხეილ სააკაშვილის დახასიათებით, კარგი ეკონომისტია. დროებით მმართველს ნდობას უცხადებს აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილიც და ეს ნდობა, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისადმი ნდობით არის განპირობებული. დროებით საკოორდინაციო საბჭოში ვარშალომიძის დაქვემდებარებაში არიან პირები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ასლან აბაშიძის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში,
მათ შორის - თამაზ დიასამიძე.
[თამაზ დიასამიძის ხმა] "მე მევალება ზედაპირული კოორდინაცია 6 ადმინისტრაციულ ერთეულზე."
დროებით საბჭოში თამაზ დიასამიძესთან ერთად არის ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" კიდევ ერთი ლიდერი - კობა ხაბაზი. დროებითი საბჭოს წევრია ჯემალ ინაიშვილი, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ იმნაძის შვილი ნატო იმნაძე, - შეგახსენებთ: ნოდარ იმნაძე მოკლეს ასლან აბაშიძის კაბინეტში, - ედვარდ სურმანიძე და პატიმრობიდან ამ ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული თენგიზ ასანიძეც. მას, როგორც ბათუმის ყოფილ მერს, ქალაქის სამსახურებზე მეთვალყურეობა დაევალა.
[თენგიზ ასანიძის ხმა] "პირველ რიგში, ვეცდები დავატყო ხელი ქალაქს, ვნახო რა საშუალებები გაგვაჩნია, რით შეიძლება შემოსავლების გაზრდა, რა ფუნქცია ჰქონდა მერიას ბოლო წლების განმავლობაში. "
დროებითი საკოორდინაციო საბჭო 15 წევრიან ორგანოდ განისაზღვრა, აჭარის ავტონომიის მეთაურის პოსტი კი გაუქმდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უზენაესმა საბჭომ მიიღო და ეს გადაწყვეტილება იყო ამ ორგანოს უკანასკნელი გადაწყვეტილება. ავტონომიის მეთაურის პოსტის გაუქმება ავტონომიის კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოხდა. ასეთ ახალ რეალობაში 7 მაისს ნებაყოფლობითი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატმა. ამ უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანთა და კათედრების გამგეების შეცვლასაც მოითხოვენ.
ასეთი ცვლილებებით დაიწყო აჭარაში ცხოვრება ასლან აბაშიძის გარეშე. მაისის რევოლუციამ ცენტრალურ ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსნა იმისთვის, რომ აჭარის პოტენციალი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. ავტონომიის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების პოტენციალის აღსარიცხად შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ჩაუდგა სათავეში.