ასევე კოდორის ხეობის მკვიდრს ოთარ გუჯეჯიანს, კოდორიდან თბილისში ჩამოსულმა ქალებმა ჟურნალისტთა სახლში მიაკითხეს და დაგეგმილი პრესკონფერენცია ჩაუშალეს. გუჯეჯიანი განრისხებული ქალბატონებისგან ჟურნალისტთა სახლის ადმინისტრაციამ დაიცვა და ვნებათაღელვის დაცხრომამდე ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტა. ვინ არის ოთარ გუჯეჯიანი და რატომ არ მისცეს მას აზრის გამოთქმის საშუალება?
[კოდორის ხეობიდან ჩამოსული ქალის ხმა] " ვინ არის ეს გუჯეჯიანი? რა უნდა? საერთოდ, უნახავს კოდორის ხეობა? ემზარ კვიციანის გარდა, კოდორის ხეობა არავის უნახავს, ემზარია იქ ყველაფერი!"
მაინც რას აპროტესტებდნენ ჟურნალისტთა სახლში შეკრებილი კოდორის ხეობელი ქალები და რატომ არ აძლევდნენ ოთარ გუჯეჯიანს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას, ასეთ ხმაურში ძნელი გასარკვევი იყო. ქალები ბევრნი იყვნენ და ყველა მათგანი ერთსა და იმავეს იმეორებდა.
[კოდორის ხეობიდან ჩამოსული კიდევ ერთი ქალის ხმა] " რაზე ვკამათობთ და, სულ არ ვიცნობთ, ისეთი კაცი უჩივის ემზარს, მაგას ჩვენ არსად გავუშვებთ, იმიტომ რომ კარგი კაცია!"
სანამ კამათის არსს ვარკვევდი, ხმაური უფრო გამძაფრდა. პრესკონფერენციის ჩატარების სამზადისში მყოფ ოთარ გუჯეჯიანისკენ ქალების დიდმა ჯგუფმა გაიწია. გუჯეჯიანს ბავშვი, საკუთარი შვილი, ახლდა, საჭირო გახდა მათი დაცვა. ოთარ გუჯეჯიანი ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და ჟურნალისტებს მასთან მალულად შესვლის საშუალება მოგვცეს, თუმცა კოდორის ხეობიდან ჩამოსული ქალები ჟურნალისტების ჯგუფშიც შეერივნენ. მათ კოდორის ხეობელი გუჯეჯიანი, რომელსაც დაგეგმილ პრესკონფერნეციაზე ემზარ კვიციანის მამხილებელ ფაქტებზე უნდა ესაუბრა, აიძულეს თავი შეეკავებინა. დაპირებულ ფაქტებზე საუბარი, რა თქმა უნდა, აღარ შედგა. საპრესკონფერენციო დარბაზის ნაცვლად, მომცრო ოთახში შეკეტილი გუჯეჯიანი საკუთარ მიზნებზე განზოგადებულად გვესაუბრა და მასთან დაპირისპირებული ქალბატონების მიერ გამოთქმული მძიმე ბრალდებების უარსაყოფად ხატზე დაფიცების პირობა დადო. კოდორის ხეობელი ქალები ოთარ გუჯეჯიანს მკვლელს და მედროვეს უწოდებდნენ, ამბობდნენ, რომ გუჯეჯიანი უკვე 4 წელია ხეობაში არ უნახავთ, რომ მას იქ თანამოაზრეები არ ჰყავს და რომ რწმუნებულთან, ემზარ კვიციანთან, დაპირისპირების გამო ის საკუთარმა გვარმა მოიკვეთა. რას ამბობდა თავად გუჯეჯიანი?
[ოთარ გუჯეჯიანის ხმა] "მე ვამბობ, რომ შევარდნაძისეულმა მმართველობამ შექმნა უბედურება, კლანური მმართველობა შექმნა როგორც აჭარაში, ასევე კოდორში. მე მიწოდეს მედროვე. ნოემბრის რევოლუციის დროს მე დავდექი რევოლუციონერების გვერდით, ხმა მივეცი სააკაშვილს, მაგათ 2 ნოემბერს მისცეს ხმა შევარდნაძეს, რევოლუციის დროს განუდგნენ რევოლუციონერებს. მე მოვითხოვ ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნას კოდორის ხეობაში. "
ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაში გუჯეჯიანი სწორი საკადრო პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა და იფიცებოდა, რომ არ სურს ემზარ კვიციანის ადგილის დაკავება. მის შესახებ საზოგადოებამ მას მერე შეიტყო, რაც ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში ემზარ კვიციანის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ კოდორის ხეობის რწმუნებული ხეობის მოსახლეობისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას არამიზნობრივად განკარგავდა. გუჯეჯიანის მიერ თბილისში გამოთქმულმა მოსაზრებებმა ემზარ კვიციანის მომხრე კოდორის ხეობელი ქალები ისე განარისხა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ არა მარტო კვიციანის მოწინააღმდეგისთვის პრესკონფერენციის ჩასაშლელად, არამედ მის შესახებ საკუთარი შეხედულებების გამოსათქმელადაც.
[გუჯეჯიანის მოწინააღმდეგის ხმა] "ვინ არის? იქაური მცხოვრები, მაგრამ სწავლობდა რუსეთში. როცა ომი დაიწყო, კომერციულ ფქვილებს დაათრევდა და იარაღისთვის ხელი არ მოუკიდია. 1993 წელს მაგან და მაგისმა დაჯგუფებამ ჩემი მამიდაშვილი 30 ტყვიით ჩამიცხრილეს. "
ოთარ გუჯეჯიანი ამ და სხვა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისგან განსხვავებით კი, კოდორელები ემზარ კვიციანის საქმიანობით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ ვინც კვიციანის წინააღმდეგ გამოდის, კოდორის ხეობის აფხაზებისთვის ჩაბარების მომხრეა. კოდორის ხეობისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ახლა ჩაკეტილია, იქაურები თბილისში ვერტმფრენით ჩამოფრიდნენ, ვერტმფრენით მგზავრობა კი უფასოა. კოდორელები იტოვებენ იმედს, რომ რწმუნებულის მოწინააღმდეგე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების კარნახით არ მოქმედებს, თუმცა, ამ მხრივ, გარკვეული ეჭვები აქვთ. ისინი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ელიან და ფიქრობენ, რომ, როცა პრეზიდენტი კოდორის ხეობაში ჩავა, მასთან შეხვედრისას ბევრი რამ გაირკვევა.