ამ სარკინიგზო ხაზის ამოქმედება რუსეთზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ აინტერესებს სომხეთს. თავისი წილი ინტერესი აქვს საქართველოსაც, თუმცა, იმის გამო, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესი გაჭიანურდა, ის იძულებულიყო იყო სარკინიგზო ხაზის ამოქმედების საკითხისთვის აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი დაეკავშირებინა. ჯერ დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნება, შემდეგ კი რკინიგზის აღდგენა - ასეთი იყო საქართველოს ადრინდელი მოთხოვნა, მაგრამ ის შეიცვალა. შევარდნაძის და პუტინის სოჭის შეხვედრაზე გაჟღერებული "სინქრონიზაცია" საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვისაც მისაღებია. რუსეთი და საქართველო თანხმდებიან, სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენა და აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება ერთმანეთის პარალელურად მოხდეს.
რუსეთმა და საქართველომ აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთო ენა იპოვეს - ასეთი შეფასებები მიეცა შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა მიაღწიეს. მათ შორის შეხვედრა მოსკოვში შედგა, რაც შეეხება შეთანხმებას - მხარეებმა მოილაპარაკეს, დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების საკითხი აღარ დაუკავშირონ სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხს და ამ პროცესების პარალელურ რეჟიმში წარმართვას შეუწყონ ხელი. ეს, არსებითად, არის საქართველოს ახალი ხელისუფლების დათანხმება პირობაზე, რომელიც პუტინმა შევარდნაძეს სოჭშის შარშანდელ შეხვედრაზე წამოუყენა. მაშინ პროცესების სინქრონიზაცია შევარდნაძემ საკუთარი პირობით მიიღო. ჯერ გალის რაიონში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების გარანტიების შექმნა, შემდეგ კი სარკინიგზო ხაზის აღდგენის დაწყება - ასეთი იყო პოზიცია ძველი ხელისუფლებისა, რომელიც გალის რაიონში საერთაშორისო ადმინისტრაციის შექმნას და იქ გაეროს სამოქალაქო პოლიციის შეყვანას ითხოვდა. რა ხდება დღეს? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლოშჩინინმა და ხაინდრავამ მოილაპარაკეს, ძველებურად აღარ დაუკავშირდეს ერთმანეთს დევნილთა დაბრუნებისა და სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხები. მათ პროცესების ერთმანეთის პარალელურად წარმართვის ვარიანტი განიხილეს. თანაც, რუსეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით, მოლაპარაკებაზე საქართველოს მხარეს აღარ დაუსვამს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებით რუსეთმა და საქართველომ, მართლაც, იპოვებს საერთო ენა აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად?
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "არა, ეს გამორიცხულია. არავინ არაფერი არ იპოვა. როგორც ადრე იყო, ისე ერთ ადგილს ვტკეპნით. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ აფხაზეთი მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ, რომ აფხაზები არიან ჩვენი ძმები და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს ცალმხრივი, ისე, როგორც მინიმუმ, უნდა იყოს ორმხრივი."(სტილი დაცულია)
ეს იყო თამაზ ნადარეიშვილი. ის ფიქობს, რომ სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე მოლაპარაკებით რუსეთი და საქართველო სამომავლო ურთიერთობებს წყვეტენ და არა აფხაზეთის საკითხს. "სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის დაწყებას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება არ მოჰყვება, რადგან, დაბრუნების შემთხვევაში, მათ აფხაზები აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას მოსთხოვენ. რკინიგზის აღდგენა არათუ წაადგება აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას, პირიქით, უფრო დაამძიმებს მას. - ამბობს ნადარეიშვილი. მისი არგუმენტები ასეთია: ფსოუზე რუსების და აფხაზების ძალისხმევით მოქმედებს საბაჟო პუნქტი და, თუ მასზე რუსეთიდან სამხრეთისკენ, და პირუკუ, ტვირთები გაივლის, აფხაზეთის ბიუჯეტში სერიოზული თანხა შევა, რაც აფხაზების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას მოხმარდება. სარკინიგზო ხაზის აღდგენას აუცილებლად უნდა დაერთოს ენერგო სისტემის აღდგენა, რისთვისაც აფხაზეთში სპეციალისტებს აუცილებლად რუსეთიდან მიიწვევნ და არა საქართველოდან. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, ვინ დაიცავს სარკინიგზო მაგისტრალის უსაფრთხოებას.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "სოხუმში უკვე იყო რუსეთის სარკინიგზო ჯარების გენერალი, მეთაურებთან ერთად, რომლებმაც გათვალეს, რომ დაცვა მთლიანად უნდა აიღონ რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა. ეს საკითხი დაახლოებით 15 ათასს ჯარისკაცსა და ოფიცერს უკავშირდება. მე არ ვლაპარკობ ბიუჯეტზე, იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება, იმაზე, რომ აფხაზებს იმედები მიეცემათ, მე ვამბობ, რომ რკინიგზის გახსნით ჩვენ გავხდებით მონაწილე აფხაზეთში 25-30000 რუსის ჩასახლების."
ასე ფიქრობს აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების გადამდგარი თავმჯდომარე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობენ საქართველოს ახალ ხელისუფლებაში. სახელმწიფო მინისტრს ლოშჩინინთან მოლაპარაკების თაობაზე განმარტება ჯერ არ მოუცია.