საარჩევნო დაწყვილებები შედგა მემარჯვენეებში, ერთი მხრივ, მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების, მეორე მხრივ, ტრადიციონალისტებისა და ეროვნულ-დემოკრატების გაერთიანების სახით, მაგრამ გაერთიანება ვერ მოხერხდა მემარცხენეთა ფლანგზე. პრობლემა ლეიბორისტებმა შექმენს, რადგან მათი პარტიის პრინციპია, უარი თქვას ყოველგვარ საარჩევნო ბლოკებსა და ალიანსებში მონაწილეობაზე. გამოკვეთილი მემარცხენე იდეოლოგიის პარტიები - "ლეიბორისტული -შრომის- პარტია" და "სოციალისტური პარტია" - არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. რას სთავაზობენ ამ პარტიების ლიდერები ამომრჩეველს და რას წარმოადგენს მათი პროგრამა მაქსიმუმი 28 მარტის არჩევნებზე?
" სოციალისტური პარტიაც" და "ლეიბორისტული პარტიაც" მემარცხენე-ცენტრისტული იდეოლოგიის პარტიები არიან. სოციალისტები აღიარებენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მათ იდეოლოგიას, გარკვეულწილად, მხოლოდ ლეიბორისტების იდეოლოგია ენათესავება. ეს ნათესაობა ორი მემარცხენე ძალის გაერთიანების საწინდარი ვერ გახდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სოციალისტების ლიდერებს შესთავაზა ერთი რამ - ლეიბორისტების საარჩევნო სიაში ჩაწერა, რაზეც უარი მიიღო. 28 მარტის არჩევნებზე ეს ორი მემარცხენე პარტია ძალას დამოუკიდებლად მოსინჯავს და ერთმანეთს კონკურენციასაც გაუწევს. ამომრჩეველს, რომელსაც მემარცხენეთა დაპირებები ხიბლავს, მათ ცალკ-ცალკე უნდა დაანახვონ, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრა სხვაზე - პირველ რიგში კი, ხელისუფლებაზე - მეტად ძალუძთ. დავიწყოთ ლეიბორისტებით:
[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ანაბარი, სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება - ეს ყველაფერი ჩვენი იდეოლოგიაა.... "
შალვა ნათელაშვილი არ ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ლეიბორისტებს იდეოლოგიას ეცილება, რადგან მის ქმედებებში გამოკვეთილ იდეოლოგიას ვერ ხედავს. ამას გარდა, ნათელაშვილის აზრით, ის, რაც ხდება, - მაგალითად: ტაქსის მძღოლების შევიწროება, იურიდიული მოკვლევის მიზეზით, კერძო სექტორის მუშაობისთვის ხელის შეშლა და სხვ., - თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრაზე. ნათელაშვილის თქმით, "ეს ყველაფერი ზრდის მოსახლეობაზე მზრუნველი ერთადერთი ძალის, ლეიბორისტების, შანსს". თუმცა მოახლოებულ არჩევნებზე მოსახლეობის მზრუნველის როლში, მათი სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების დაპირებებით, წარდგებიან სოციალისტებიც. თუ ისინი პარლამენტში მოხვდებიან, დღევანდელი ხელისუფლების ისეთ ქმედებებს შეეწინააღმდეგებიან, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს ამძიმებს.
[ირაკლი მინდელის ხმა] "ისინი ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს, რომ მინიმალური ხელფასი გახდებოდა 115 ლარი. ამის თაობაზე მათ პროგრამაში არაფერი არ წერია; გვპირდებოდნენ, რომ ორმაგი პენსიები იქნებოდა, მაგრამ ამაზეც არაფერი. მრავალათასიან არმიას ადამიანებისას, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობდა, უშვებენ ქუჩაში; გარკევულ პრობლემებს უქმნიან კერძო სექტორს. ეს ყველაფერი არის სოციალური პრობლემატიკა და ამ საკითხებზე გავამახვილებთ ჩვენს ყურადღებას."
ეს იყო "სოციალისტური პარტიის" ლიდერი ირაკლი მინდელი. სოციალისტები საკუთარი საარჩევნო სიისა და საპროგრამო თეზისების პრეზენტაციას ამ დღეებში გეგმავენ; მათი მონათესავე ლეიბორისტები კი სამომავლო მოქმედებებზე მსჯელობასა და დაპირებებს სადღეისო საქმეს ამჯობინებენ. მათი საარჩევნო კამპანია არ იცვლება. არჩევნების წინ შალვა ნათელაშვილი იწყებს ბრძოლას უკანონოდ განბაჟებული მანქანების ამოღების პროცესის წინააღმდეგ და შესაბამის სარჩელებს ამზადებს. უცვლელი რჩება ლეიბორისტების საარჩევნო ლოზუნგიც, თუ პრინციპულ ცვლილებად არ მივიჩნევთ ერთ დამატებას:
[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ჩამონათვალს: შევარდნაძე - ჟვანია - სააკაშვილის სისტემის დემონტაჟი დაემატა სოროსი, მივიღეთ შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილისა და სოროსის სისტემის დემონტაჟი."
შალვა ნათელაშვილის პროგრამა მაქსიმუმი 28 მარტის არჩევნებზე ლეიბორისტების მიერ სახელისუფლებო ძალის დამარცხებაა. სოციალისტებს კი გაცილებით მოკრძალებული პროგრამა მაქსიმუმი აქვთ. მათი მთავარი ამოცანა 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.