გაერთიანება "ჩვენი აჭარა" უკან არ იხევს. მისმა აქტივისტებმა 25 თებერვალს საპროტესტო აქცია აჭარის ყველა დასახლებულ პუნქტში ერთდროულად ჩაატარეს. "ჩვენი აჭარა" საპარლამენტო არჩევნებში "აღორძინებას" უპირისპირდება და აჭარის ტერიტორიაზე მის დამარცხებას გეგმავს. რას შეცვლის ეს არჩევნები აჭარაში, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება იქ არჩევნები. ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარება დაძაბულია, ასევე დაძაბულია ურთიერთობა აჭარის მეთაურსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აჭარაში სპეცდანიშნულების რაზმის გადასროლის გეგმაზე საუბრობს.
მართლაც არსებობს თუ არა აჭარაში სპეცდანიშნულების რაზმის გადასროლის გეგმა, ძნელი სათქმელია. ამ გეგმის არსებობაზე საუბარი ჰამლეტ ჭიპაშვილს (ის თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია) ასლან აბაშიძის მიერ მისთვის მიწოდებულმა ცნობამ გადააწყვეტინა. ცნობა კი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა:
[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "მე ვფიქრობ, მსგავსი ნაბიჯები, იოლი შესაძლებელია, მართლაც გადადგმულიყო. ასე რომ არ ყოფილიყო, თქვენი კოლეგები ხომ არ გაავრცელებდნენ ასეთ ინფორმაციას?"
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში სპეცდანიშნულების რაზმისა და მძიმე ტექნიკის შეყვანას გეგმავს. ჰამლეტ ჭიპაშვილი კი ფიქრობს, რომ ასეთი გეგმა ( თუ ის მართლაც არსებობს) ცეცხლთან თამაშია, რადგან მის რეალიზაციას აჭარაში ომი მოჰყვება. შემაშფოთებელი ინფორმაცია აქვთ ცენტრშიც: ორგანიზაციამ "დემოკრატიული აჭარა" ამ დღეებში გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვით, თბილისში - აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - აჭარის ხელმძღვანელობა სერიოზული არეულობების ინსპირირებას გეგმავს.
ერთი სიტყვით, ბრალდებები და პრეტენზიები ორმხრივია. მათ დაემატა თბილისში დიალოგისთვის ჩამოსული ასლან აბაშიძის მომხრე სტუდენტების დაკავება. მათში "კმარას" აქტივისტებმა ბათუმში ოპოზიციონერთა აქციების დამარბევლები ამოიცნეს, თბილისში აჭარის წარმომადგენლობაში კი სტუდენტების დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად განიხილავენ. ჰამლეტ ჭიპაშვილი ასლან აბაშიძის ოპოზიციას ურჩევს 28 მარტამდე უარი თქვას მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე, ხელი არ შეუწყოს აჭარაში არჩევნების ჩაშლას. აბაშიძის ადგილობრივი ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს. საპროტესტო აქცია აჭარაში 25 თებერვალსაც შედგა, ოღონდ გაერთიანება "ჩვენი აჭარის" ლიდერის თამაზ დიასამიძის თქმით, ფართომასშტაბიან აქციას მასობრივი გამოსვლის ხასიათი არ ჰქონია.
[თამაზ დიასამიძის ხმა] "ჩატარდა გამთენიისას, ასე 6-დან 7 საათამდე. მოხდა წარწერების გაკეთება ყველა კედელზე, სადაც მოსახლეობას შეუძლია წაიკითხოს ასეთი სიტყვები: "წადი ასლან ! - ჩვენი აჭარა." (სტილი დაცულია)
წარწერებით "წადი ასლან!" აჭარის ყველა დასახლებული პუნქტი აჭრელდა. ეს ფაქტი სიტყვიერად დაგმო ასლან აბაშიძის ვაჟმა და ბათუმის მერმა გიორგი აბაშიძემ, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მან ოპოზიციის მიმართ გარკვეული კეთილი ჟესტი გააკეთა და ბათუმში გაერთიანება "ჩვენი აჭარის" ორგზის დარბეული ოფისი მოინახულა. თამაზ დიასამიძესა და ადგილობრივი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან საუბრისას გიორგი აბაშიძემ მათი ოფისის დარბევებიც დაგმო.
[თამაზ დიასამიძის ხმა] "მან გვამცნო აჭარის უშიშროების საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილების შინაარსი, რომ ხელისუფლება აპირებს გახსნას პოლიციის საგუშაგოები ოპოზიციის ოფისებთან და ამით ბოლო მოუღოს ამ სამარცხვინო დარბევებს, დღისით იქნება ეს თუ ღამით. "
"ჩვენი აჭარის" ლიდერებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათი ოფისის დარბევას 25 თებერვალსაც აპირებდნენ. "ყველა ღონეს მივმართეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის მერე მოულოდნელად გვესტუმრა გიორგი აბაშიძეო,"- გვითხრა თამაზ დიასამიძემ. ნიშნავს თუ არა ეს მოულოდნელი ფაქტი იმას, რომ აჭარის ხელმძღვანელობა უარს ამბობს პოლიტიკურ ტერორზე, ამის თქმა მაინც ნაადრევია.