Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა


ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა,

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა,
რომ ხვალიდან ისრაელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე აგებული ეგრედ წოდებული "დამცველი კედლის" 8 კილომეტრიანი მონაკვეთის დანგრევას დაიწყებს სოფლების: ბაქა ალ-შარქიასა და ზეითას მახლობლად. ორშაბათს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მოსმენები დაიწყება იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო ისრაელის მხრიდან ხსენებული კედლის აშენება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რახელ ნიდაკ-აშკანაზიმ განაცხადა, რომ დამცველი კედლის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის დანგრევა ექვსი თვის განმავლობაში იგეგმებოდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჰააგის სასამართლოს სთხოვა - საკუთარი აზრი გამოთქვას იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო ისრაელის მოქმედება, როცა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 730-კილომეტრიანი კედელი ააგო. ისრაელი აცხადებს, რომ ეს კედელი აუცილებელია იმისათვის, რათა პალესტინელმა თვითმკვლელებმა ვერ შესძლონ ისრაელის დასახლებულ პუნქტებში შეღწევა. ხოლო პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ ამ კედელს, ოკუპირებული ტერიტორიის მიტაცების მცდელობა უწოდა.
XS
SM
MD
LG