სასამართლოს სანქციის გარეშე დააკავეს. დაკავების მოტივად დასახელდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ჯოხთაბერიძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ედუარდ შევარდნაძის სიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მართლაც, მიემგზავრებოდა, ოღონდ მისი ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის, აგრეთვე მეუღლის - მანანა შევარდნაძის განმარტებით, პარტნიორთა შეკრებაზე დასასწრებად და არა ქვეყნიდან გასაქცევად. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გია ჯოხთაბერიძემ პროკურატურას წინასწარ წერილობით შეატყობინა, რომ ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებდა. ბოლო ხანებში პროკურატურაში მას მოწმის სახით იბარებდნენ, ოღონდ არა "მაგთიკომის" საქმესთან დაკავშირებით. მანანა შევარდნაძე მეუღლის დაპატიმრებას ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრების პოლიტიკურ დევნად განიხილავს და საქართველოდან ემიგრირებას არ გამორიცხავს:
[მანანა შევარდნაძის ხმა] "ეს ჩემი ადგილია, ეს ჩემი სამშობლოა და ძალიან არ მინდა ის დამაკარგვინონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ მაგ სიტუაციას."
20 თებერვალს ასეთი განცხადებით მიმართა ჟურნალისტებს მანანა შევარდნაძემ. მეუღლის, გია ჯოხთაბერიძის, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრების მიმართ ნამდვილი პოლიტიკური ტერორის განხორციელება დაიწყო. იქვე სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასე მალე გატეხეს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის პირობა.
წავა თუ არა ემიგრაციაში, ეს მანანა შევარდნაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა ამ საკითხზე ფიქრობს. ის არ უპასუხებს შეკითხვას, საქართველოდან წასვლაზე ფიქრი უწევს თუ არა მის მამასაც, რომლის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით მთავრობამ პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღების თხოვნით უნდა მიმართოს.
მანანა შევარდნაძემ ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრების პოლიტიკური დევნის დაწყების თაობაზე განცხადება პარასკევს "მაგთიკომის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "მაგთიკომის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე ამავე დღეს, დილით, აეროპორტში დააკავეს. ამისთვის სასამართლოს სანქცია არ არსებობდა; ჯოხთაბერიძის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის თქმით, არ არსებობდა არც კონკრეტული სამხილებელი დოკუმენტაცია:
[გიორგი ყავლაშვილის ხმა] "თუ დამერწმუნებით, გია ჯოხთაბერიძე არის ადამიანი, რომელიც წინასწარი პატიმრობის საკანშია და არ იცის, რა დანაშაული ჩაიდინა, რა გადასახადები დაუმალა სახელმწიფოს. როცა, პირიქით, "მაგთიკომი" ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადამხდელი იყო და ამით ამაყობდნენ კიდეც მათი დამფუძნებლები."
"გია ჯოხთაბერიძე მისი დაკავების ფაქტით განცვიფრებულია, მაგრამ არის მშვიდად, რადგან იცის, რომ უდანაშაულაო," - ამბობს ადვოკატი და დასძენს: "დაკავებულს პროკურატურა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების დამალვას ედავება, თუმცა კომპანია "მაგთიკომში" არსებობს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და შეუძლებელია იპოვონ მტკიცებულება იმისა, რომ "მაგთიკომი" გადასახადებს მალავდაო."
გია ჯოხთაბერიძეს პროკურატურაში მოწმის სახით "მაგთიკომის" საქმესთან დაკავშირებით არ იბარებდნენ. მოწმეს ქვეყნიდან გასვლა არ ეკრძალებოდა. ედუარდ შევარდნაძის სიძე, როგორც "მაგთიკომის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში პარტნიორების შეკრებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, რათა მათთვის პირადად განემარტა, რა ხდება საქართველოში "მაგთიკომთან" დაკავშირებით. ის უკან 8 მარტს უნდა დაბრუნებულიყო. ამ ვიზიტის თაობაზე ჯოხთაბერიძის ადვოკატმა წერილობითი სახით აცნობა პროკურორ ქაჩიბაიას, რომლისგანაც მიიღო ზეპირი პასუხი, რომ ჯოხთაბერიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა პრობლემებს არ შექმნიდა. ეს განცხადება გენერალური პროკურატურის ხელში ოპერატიულ ინფორმაციად იქცა. მანანა შევარდნაძე ეჭვობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს "მაგთიკომის" ხელში ჩაგდება აქვთ განზრახული. "მაგთიკომის" ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს ის ასე დაემშვიდობა:
[მანანა შევარდნაძის ხმა] " ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის და კიდევ ერთხელ გთხოვთ, იყავით ობიექტურები!"
გია ჯოხთაბერიძეს ბრალი დაკავევბიდან 48 საათში უნდა წაუყენონ.