ამ პროექტს ავტორები ფრანგულ-ხორვატიულ მოდელს უწოდებენ, მათი ოპონენტები კი, ვისაც გარკვეული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ცვლილებების განხორციელებაზეა ლაპარაკი, - რუსულ ან თურქმენულ მოდელს. საქართველოს ახალი მმართველი ელიტა საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების მომხრეა. ცნობილია, რომ რევოლუციური ტრიუმვირატიდან ამ ცვლილებებს არ ეთანხმება ნინო ბურჯანაძე, ჟვანია პროექტის მხარდამჭერია, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილს - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მისგან უფრო მკაფიო პოზიციის გამოკვეთას ელოდებიან. თუ პრეზიდენტი გადაჭრით დაუჭერს მხარს ისეთ პროექტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ისინი შესაბამის ზომებს მიმართავენ.
ქართული დემოკრატია საფრთხეშია. თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც ამ დღეებში უნდა გახდეს საჯარო განხილვის საგანი, ქვეყანა თურქმენიზაციის რეალური საფრთხის წინაშე დადგება - ასე ფიქრობს თითქმის ყველა, ვისაც აქვს წარმოდგენა ამ პროექტზე და მის მიმართ დამოკიდებულებას სახელისუფლებო ამბიციებით არ განსაზღვრავს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღის სინათლეს უახლოეს პერიოდში იხილავს. ის, შესაძლოა, 30 იანვარს იქნეს გამოქვეყნებული. მანამდე კი ახალი ხელისუფლების გეგმის თაობაზე ბევრს წარმოდგენაც არა აქვს. მათ შორისაა დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე:
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] " ერთი-ორჯერ ვითხოვე, წამაკითხეთ-მეთქი და არ ვიცი. მგონი, ჰგონიათ, რომ არ ვიცი კითხვა. არ ვიცი, აბა, რა გითხრათ."
ვასილ მაღლაფერიძის მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს არც აკაკი ასათიანი გასცნობია. მისი შინაარსის შესახებ მან სხვებისგან იცის და ფიქრობს, რომ თუ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები შევა, როგორსაც აქამდე გასაიდუმლოებული პროექტი გვთავაზობს, სააკაშვილისა და ჟვანიას ხელისუფლება დაემხობა.
[აკაკი ასათიანის ხმა] " დაემხობა სააკაშვილი ერთ წელიწადში, ასე იქნება ზუსტად. თუ მიიღებენ, მომავალი გაზაფხულისთვის დაემხობა სააკაშვილი და ჟვანია, რა თქმა უნდა. "
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქვეყნის თურქმენიზაციის რეალურ საფრთხეს ხედავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც - ისინი, რომლებიც რევოლუციაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ, ყოფილ რევოლუციონერ პოლიტიკოსებს კი მათი აღარ ესმით. მიხეილ მაჭავარიანს უკვირს, რატომ ხდება არსებული პროექტის რუსულ, მით უფრო, თურქმენულ მოდელთან გაიგივება. მას ფრანგულ- ხორვატიულ მოდელს უწოდებს, თურქმენულს კი არსებულ, ეგრეთ წოდებულ, ამერიკულ მოდელს ადარებს.
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] " არსებული მოდელი არის თურქმენული მოდელი, მე თუ მკითხავთ. ეს კი არის დაბალანსება პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის. მე ვერ დავეთანხმები აზრს, რომ პარლამენტი სუსტდება. უბრალოდ, აქ არის შეჯიბრის პრინციპი. თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს და არ ამტკიცებს მთავრობას, პრეზიდენტს აქვს არჩევანის უფლება."
არჩევანი ასეთია: თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, ასევე არ დაამტკიცებს მთავრობას სამჯერ, პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას ან პარლამენტს. ასე რომ, როგორც პარლამენტარი ვახტან ხმალაძე ამბობს:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ეგრე მარტივად არ არის საქმე. მიშამ მშვენივრად იცის, მაგრამ ამბობს იმას, რაც ხელს აძლევს. ამ მოდელში პარლამენტის უფლებები და თავისუფლება არის მკვეთრად შეზღუდული და მისგან პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი. ძალიან არის გაძლიერებული პრეზიდენტის უფლებები პარლამენტის მიმართ და უკუ უფლებები პრეზიდენტის მიმართ პარლამენტს იგივე აქვს დარჩენილი, რაც დღეს. ანუ რჩება ფორმალური შესაძლებლობა იმპიჩმენტის გამოცხადებისა, რისი განხორციელებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. "
"მარტივ ენაზე, ეს არის ჯიბის პარლამენტისა და კუთხეში მიყენებული პრემიერ- მინისტრის - ამავდროულად, განუზომელი უფლებების მქონე პრეზიდენტის - მოდელი, რასაც კონსტიტუციური სამართლის ენაზე უწოდებენ უპასუხისმგებლო პრეზიდენტის მოდელს," -ამბობს ვახტან ხმალაძე და დასძენს, რომ ასეთი მოდელები, რომლებსაც რატომღაც ფრანგულს უწოდებენ, რეალურად კი რუსული ტიპისას წარმოადგენს, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ბევრგან მოქმედებს. გამონაკლისი ბალტიისპირა ქვეყნებია და საქართველო, ოღონდ - ჯერჯერობით. ფრანგული მოდელიდან მასში აღებულია პრეზიდენტის დიდი უფლება მთავრობაზე ისე, რომ ის არ მიიჩნევა მთავრობის მეთაურად, შესაბამისად, მთავრობის მუშაობაზე პასუხისმგებლად და ეს მომენტი - მთავრობაზე დიდი უფლებების ქონის მომენტი - გაღრმავებულია ხელისუფლების სხვა შტოების მიმართულებით. ქართული ვარიანტით, პრეზიდენტის უფლებები იზრდება საკანონმდებლო ხელისუფლებაზეც და სასამართლო ხელისუფლებაზეც. სუსტდება პარლამენტი და სუსტდება სასამართლო ხელისუფლება. აი, ასეთ მოდელს უწოდებენ ფრანგულ-ხორვატიულს, თუმცა კი ფრანგული მოდელისგან მას ბევრი რამ განასხვავებს, ხორვატიაში კი მსგავსი მოდელი აღარ მოქმედებს. "მსოფლიოში ასე სახელგანთქმულ ქართულ "ვარდების რევოლუციას" თუ ამ მოდელზე დაფუძნებული საკონსტიტუციო ცვლილებები მოჰყვება, მივიღებთ რეალობას, რომელშიც იქნება ყველა პირობა აბსოლუტურ მონარქიასთან მისაახლოებლად," - ფიქრობენ ექსპერტები. ვნახოთ, იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას პროექტის საჯარო განხილვისას გამოთქმული აზრები პროცესზე, რომელმაც, ბევრის აზრით, საქართველო, შესაძლოა, დიქტატურისკენ, უკეთეს შემთხვევაში კი, ავტორიტარიზმისკენ წაიყვანოს. ვნახოთ, მოუსმენს თუ არა 97 პროცენტით არჩეული პრეზიდენტი იმ ადამიანებს, რომელთა გვერდში დგომითაც ამაყობდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მისი პოზიციის გამოკვეთას ელოდებიან და, თუ ეს პოზიცია არ იქნება ისეთი, როგორსაც ელიან, დემოკრატიის გადარჩენას ნაცადი ხერხებით შეეცდებიან.