საქართველოს კონსულტაციების გააქტიურების მიზნით. ორ ქვეყანას შორის ეს კონსულტაციები კარგა ხანია მიმდინარეობს, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ. შეუთანხმებლობის მიზეზი ვადებთან დაკავშირებით მხარეების განსხვავებული პოზიციებია. რუსეთი ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების 3 წლის ვადაში დაშლას არ თანხმდება და აი, თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ 3 წლიანი პირობის გამო მოლაპარაკებებმა გაუთავებელი ხასიათი არ უნდა მიიღოს. საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ის ამისთვის ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას, თუმცა გარკვეული მინიშნებები არსებობს.
ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებზე, აგრეთვე გუდაუთაში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზის სამომავლო სტატუსზე რუსეთი და საქართველო კარგა ხანია დავობს. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება პოზიციას არ თმობდა და ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების დაშლას ზუსტად სამ წელიწადში მოითხოვდა. ახალი ხელისუფლება სამხედრო ბაზების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში შედეგის მიღწევის მომხრეა - მიაჩნია, რომ შედეგი კომპრომისების გარეშე არ იქნება და ამიტომ მისი წარმომადგენლები სავარაუდო კომპრომისზე მიანიშნებენ. ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საგაზეთი ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის რუსეთის მხარესთან სამხედრო ბაზების გაყვანის ახალ ვადებზე იმსჯელოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ კი ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით წლების მანძილზე დაცული პოზიციის გადახედვა.
[თედო ჯაფარიძის ხმა] " კი, დაფიქსირებულია პოზიციები, მაგრამ მსჯელობა ამ საკითხებზე, თუნდაც 11 წელთან დაკავშირებით, თუნდაც იმ 3 წელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი პოზიციაა, იმ კომპრომისებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაჩნდეს ამ პროცესში, იცვლება. მე რომ მკითხოთ, ეგ იყო მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში."
თედო ჯაფარიძე მოსკოვში ოთხშაბათს ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათსვე ის იქ რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილეს იური ბალუევსკის უნდა შეხვედროდა. მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. ეს ძირითადი შეხვედრა, რომელმაც რუსეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების მთელი სპექტრი უნდა მოიცვას, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებული სადავო საკითხები, ხუთშაბათს გაიმართება. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ერთგვარი სამუშაო შეხვედრები აწარმოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ბაზების გაყვანა რუსეთისთვის საერთაშორისო ვადლებულებაა. ამ ვალდებულების შესრულებაზე რუსეთი პასუხისმგებელია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თუმცა ბაზების გაყვანის ვადები ორ ქვეყანას შორისაა შესათანხმებელი.
[თემურ გამცემლიძის ხმა] "ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში განიხილება მხოლოდ ვადებთან დაკავშირებული საკითხები. ამ პოზიციებში რა ცვლილებები მოხდება, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალურად, რომ ვადა იყოს მინიმალური, რუსეთი ეცდება მინიმალურად, იყოს მაქსიმალური. "
ეს იყო რუსეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის თემურ გამცემლიძის
კომენტარი. 7 დეკემბერს მას მოსკოვში ტელეფონის მეშვეობით დავუკავშირდით. სამხედრო საკითხებზე რუსეთ-საქართველოს განახლებული კონსულტაციების ძირითადი მიმართულებების გამოკვეთას ის ხუთშაბათისთვის ელოდა. ასე რომ, ვნახოთ, დაუშვებს თუ არა ამ შეხვედარზე საქართველოს მხარე აქამდე დაცული პოზიციის გადახედვას.