სამაგიეროდ, არ ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც ამგვარი სავარაუდო გაერთიანება ნაციონალური მოძრაობისთვის არალოგიკურად ან უსარგებლოდ მიაჩნიათ. თუმცა არგუმენტები ორივე პოზიციის სასარგებლოდ არსებობს.
ბურჯანაძე-ჟვანია-სააკაშვილის ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანების ფორმალური პერსპექტივა ამგვარია: ბურჯანაძე და ჟვანია სააკაშვილს სათანამშრომლოდ მოუწოდებენ, შესაბამისად, მზადყოფნას აცხადებენ მისი პრეტენზიების განსახილველად. თუმცა ნინო ბურჯანაძემ ორიოდე დღის წინ განმარტა, რომ გაერთიანება, ალბათ, შეუძლებელია, რადგან სააკაშვილი საკუთარი უარის საფუძვლად ხან ერთ საბაბს ასახელებს და ხან - მეორეს.
თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ერთიანი ბლოკის შესაქმნელად დრო ჯერ კიდევ არსებობს. იგი ზღვრულ ვადასაც ასახელებს: 20 სექტემბერს; თუმცა, იმავდროულად, ბურჯანაძეს და ჟვანიას მოუწოდებს, საკუთარი ორგანიზაცია გაწმინდონ იმ პირებისგან, რომლებსაც საზოგადოება არ ენდობა კორუფციაში მონაწილეობის გამო.
დაუსწრებელ დიალოგს ორივე მხრიდან სატელევიზიო გამოსვლების ან საგაზეთო პუბლიკაციების ფორმა აქვს, გაერთიანების შესახებ საკითხის უშუალო განხილვა კი არ დაწყებულა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ვითარების საგანგებო და თვისებრივი ცვლილების გარეშე, ესე იგი, დღევანდელი მდგომარეობით, ბურჯანაძე-ჟვანია-სააკაშვილის გაერთიანებისთვის რაიმე არსებითი სტიმული არ არსებობს.
როგორ შეიძლება აფასებდეს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პერსპექტივას? დღეს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, სააკაშვილს მწვავედ უპირისპირდება როგორც ხელისუფლება, ისე ლეიბორისტული პარტია და აღორძინების კავშირი. ყველაზე მეტი "დარტყმა" სააკაშვილზე მოდის, რაც არჩევნების წინ მას მხოლოდ აძლიერებს და არ ასუსტებს. გავიხსენოთ, როგორი ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ჟვანიას გუნდს სახელისუფლო წნეხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასე რომ, ბუნებრივია, სააკაშვილს არ სურდეს მისკენ მიმართული წინასაარჩევნო აგრესიის გადანაწილება სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამორჩეული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და თავადაც გამორჩეულად თავდაუზოგავად მუშაობს ამომრჩეველთან. ბევრი პარტია რეგიონებში ჯერ არ გასულა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი მთელი საქართველო ლამის უკვე ორჯერ შემოიარა. ბუნებრივია, სააკაშვილს არც ის სურდეს, ვინმეს გადაუნაწილოს მოსავალი, რომლის მომკასაც შემოდგომაზე აპირებს.
მესამე მიზეზი იდეოლოგიური ხასიათისაა. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ სახელმწიფოს შენება თავიდან არის დასაწყები. სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაცია, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, დამნაშავე ჩინოვნიკების ციხეში გაგზავნა და ზოგიერთი სხვა რადიკალური ღონისძიება, რომელსაც სააკაშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, სწორედ რომ რევოლუციური ხასიათისაა. ბურჯანაძე-ჟვანიას ტანდემი კი გაცილებით ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, რაც დეკლარირებულია დევიზით: რევოლუციური ცვლილებები რევოლუციის გარეშე. სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ნინო ბურჯანაძე და არც ზურაბ ჟვანია არ არიან იმდენად უკომპრომისონი სიმახინჯეებთან ბრძოლაში, რამდენადაც არსებული ვითარება მოითხოვს. მეტ-ნაკლებად დათმობითი პოლიტიკა ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკის კრიტიკის ძირითადი მიმართულებაა.
ამჟამინდელი პოლიტიკური ინტერიერის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ თითოეული ძლიერი ლიდერი საკუთარ თავს პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატად აღიქვამს. კონკურენტულ გარემოში სასტარტო წარმატების მოსაპოვებლად ჟვანიას და ბურჯანაძეს დღევანდელ ეტაპზე ჰაერივით სჭირდებათ ერთმანეთი. სააკაშვილს კი მათგან მხოლოდ ის სჭირდება, რომ საკუთარი კამპანიის წარმართვაში ხელი არ შეუშალონ - არც ღია და არც ფარული ხერხებით. დღეს სააკაშვილი მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ - ასეთია მისი არჩევანი. რამდენად ზომიერად ან ზედმეტად ამბიციურია ამგვარი საარჩევნო სტრატეგია, მოსახლეობის მხარდაჭერა გაარკვევს. დღეს ბევრს საუბრობენ ბურჯანაძის საუკეთესო რეიტინგზე, თუმცა ეს რეიტინგი არჩევნებში ჯერ არ შემოწმებულა. ასე რომ, 2 ნოემბრის შედეგები წარმოაჩენს, ვინ აღმოჩნდება სხვებზე ჭკვიანი და როგორ გადანაწილდება როლები ახალ პოლიტიკურ სამკუთხედში: სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანია.