ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ერაყში პოლ ბრემერმა გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,
რომ ომის დროს ირანში გაქცეული ისლამისტი ექსტრემისტები ერაყში დაბრუნდნენ და ტერორისტული აქტების განხორციელება აქვთ განზრახული. ბრემერმა განაცხადა აგრეთვე, რომ ხსენებული ექსტრემისტები ეკუთვნიან დაჯგუფება "ანსარ ალ ისლამის", რომელიც "ალ-ყაიდასთანაა" დაკავშირებული. ამასობაში ქალაქ ბასრაში, სამხრეთ ერაყში, მეორე დღეა გრძელდება მასობრივი არეულობა, რაც ბენზინის უკმარისობითა და სიძვირთ, აგრეთვე ელექტროენერგიის პერიოდული მიწოდებითაა გამოწვეული. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლით სცადეს განრისხებული ბრბოს გაფანტვა. არეულობის დროს ერთი ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა, ხოლო 8 დაიჭრა. ბასრის ცენტრში ბრიტანელი ჯარისკაცი იქნა მოკლული. შეიარაღებული ერაყელები საფარიდან მოულოდნელად დაესხნენ თავს ჯარისკაცს. ბაღდადში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 2 ამერიკელი ჯარისკაცი და ათი გამვლელი დაიჭრნენ.