ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე დასვა "რუსეთის მიერ განხორციელებული დაუფარავი ექსპანსიის" საკითხი.
სხდომა პარიზში გაიმართა და პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების განხილვას დაეთმო. საქართველოს გაერთიანებულ დემოკრატთა პარტიის ლიდერისა და პარლამენტის ყოფილი სპიკერის თქმით, პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად, ყველა პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ სერიოზული პრობლემაა აფხაზეთში რუსეთის მიერ მიღებული ზომები, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობაზე რუსეთის პასპორტების გაცემა, სოხუმსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლება და სხვ. ევროსაბჭოს პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა -რუსეთის წარმომადგენლის გარდა - აუცილებლად ჩათვალეს აფხაზეთის საკითხის განხილვა სტრასბურგში თვის ბოლოს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე.