გასულ წელს რაიმე განსაკუთრებული წარმატება საქართველოსთვის არ მოუტანია, მაგრამ მოვლენების თვალსაზრისით გასული წელი რომ უაღრესად დატვირთული იყო, ამას ყველა აღიარებს. 3 იანვრის გაზეთი ”ახალი თაობა” შეეცადა ხალხის რჩეულებისგან შეეტყო, რა მიაჩნიათ მათ 2002 წლის უმნიშვნელოვანეს და სამარცხვინო მოვლენებად. გაზეთი წერს:
”საპარლამენტო ფრაქცია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გოგიტიძე წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ფრაქციის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მცდელობას აფასებს, ყველაზე სამარცხვინოდ კი იმას, რომ პარლამენტმა ეს ინიციატივა ვერ განახორციელა. ”სამარცხვინოა, რომ პარლამენტში ვერ მოიძებნა 79 დეპუტატი, ვისთვისაც სახელწმიფოს ნგრევის, ქაოსის, კორუფციის პროცესები მიუღებელია,” - აღნიშნა გოგიტიძემ სააგენტო ”ინტერპრესთან” საუბრისას. პრეზიდენტის წინასაიმპიჩმენტო პროცედურის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში “აღორძინების” ინიციატივით სექტემბერში დაიწყო და ერთ თვეში უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ფრაქციამ მხოლოდ 60-მდე ხელმოწერის შეგროვება შეძლო.
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე 2002 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად საქართველოს მიერ ნატოში გასაწევრიანებლად გადადგმულ ნაბიჯს მიიჩნევს. ”2 - 3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოვლენები ასე დაჩქარდებოდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძლიერებისთვის,” - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე. 2002 წლის სამარცხვინო პოლიტიკურ მოვლენად კი იგი პარლამენტის მიერ 2002 წლის ბიუჯეტის შეუფასებლობას მიიჩნევს. ”პოლიტიკური თვალსაზრისით სამარცხვინოა, როცა პარლამენტი ბიუჯეტის შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის დაყენებას ვერ ახერხებს და საკუთარი უპასუხისმგებლობის დადასტურებას ამჯობინებს,” -განმარტა ჩიხრაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კობა დავითაშვილი 2002 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას მიიჩნევს, წლის სამარცხვინო მოვლენად კი პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციების მიერ მოწყობილ დემარშს. ”სამარცხვინოა, როცა პარლამენტში ხელისუფლების დასაყრდენი ძალები დემარშის ხერხს მიმართავენ, რის გამოც პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში საშემოდგომო სესიის დახურვა ტრადიციულ რეჟიმში - ეროვნული ჰიმნით ვერ მოხერხდა. 5 წლის საპარლამენტო ტრადიცია დაირღვა, რაც მთელი პარლამენტის სირცხვილია”, - აცხადებს კობა დავითაშვილი.
ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრი ზეზვა ღუღუნიშვილი კი წლის სამარცხვინო მოვლენად 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ასახელებს. ” როგორც ყველა დავრწმუნდით, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში უპრეცედენტო დარღვევებით ჩატარდა და არასწორად შედგენილ სიებს ეყრდნობოდა,” - აღნიშნა მან. რაც შეეხება 2002 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, ასეთად იგი მოქალაქეთა კავშირის აღორძინებას მიიჩნევს.”
31 დეკემბრის გაზეთ ”რეზონანსის” წინასაახალწლო გამოკითხვაში მონაწილე პოლიტიკოსთა უმრავლესობა 2002 წელს ”საშინელს” უწოდებს. თავად გაზეთის აზრით, 2002 წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სოციალური კრიზისის, მძიმე კრიმინოგენული ვითარებისა და პოლიტიკური ინტრიგების წლად შევა. გაზეთი წერს:
”პანკისისა და კოდორის ხეობის პრობლემების მიუხედავად, გასულ წელს რამდენიმე დადებითი მოვლენა მაინც მოხდა. პარლამენტართა განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ განაცხადი და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო. ამ წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობებთან დაკავშირებით.
მართალია, გასულ წელს არ შეწყვეტილა ბანდფორმირებების თარეში, ადამიანების გატაცებები, საქართველოს ტერიტორიების დაბომბვები და ბოლომდე არ მოწესრიგებულა ჩრდილოელ მეზობელთან გართულებული მდგომარეობა, მაგრამ პოლიტიკოსთა უმრავლესობა გასულ წელს მაინც იმედიანად ხვდება.”
ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც 2003 წელს იმედიანად უყურებს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძეა. 30 დეკემბრის ”დილის გაზეთის” ცნობით, უშიშროების საბჭოს მდივანი 2003 წელს უსაფრთხოებას გვპირდება. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენა ელის საქართველოს 2003 წელს, თედო ჯაფარიძემ განაცხადა:
”უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე, მშვიდობიანად ჩატარება. ეს იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად მწვავე წელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს განსაზღვრავს. მთავარია, პოლიტიკურ დებატებში არ დაიკარგოს ის ორიენტირი და მიზნები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია. მათ შორის, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, ნატოში გაწევრიანება, შიდა პრობლემების მოგვარება. მთავარია, ყოველივე ეს არ გახდეს პოლიტიკანობის საგანი. ამის მცდელობები იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიას სათანადო დონეზე ჩაატარებენ, რადგან ქვეყნის სტრატეგიული მიზნები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საპარლამენტო ან თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები...ვფიქრობ, გაისად საქართველოს გარე სამყაროსთან ურთიერთობა ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე ავა და ეს ურთიერთობები პრაქტიკულ განზომილებაში გადავა. არ შეიძლება ხალხს გაუთავებლად ვპირდებოდეთ და შედეგი არ ვანახოთ. ჩემი მთავარი მიზანია, 2003 წელს შევძლოთ, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.”
2003 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად რომ საპარლამენტო არჩევნები იქცევა, ამას პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი იზიარებს. რაც შეეხება არჩევნების პროგნოზს, აქ ასეთი ერთსულოვნება ნამდვილად არ არის. 4 იანვრის გაზეთ ”რეზონანსის” ვარაუდით, მომავალ პარლამენტში ”ნაციონალები,” ლეიბორისტები და აღორძინება მოხვდებიან. რაც შეეხება დემოკრატებს, პოლიტიკოსთა აზრით, ისინი 7 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ. გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო სამზადისი უკვე დაიწყეს. რაც შეეხება პროგნოზს, გაზეთი წერს:
”გავლენიანი პარტიებიდან გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ სოციალისტებსა და გაერთიანებულ დემოკრატებს. პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ პარტიებს დამოუკიდებლად გაუჭირდებათ 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა. სოციალისტების გამარჯვების ნაკლებ შანსს ადასტურებს პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილიც. მისი თქმით, სოციალისტურ პარტიას დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვა არ შეუძლია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი 2003 წლის არჩევნებში სავარაუდო გამარჯვებულებად მოქალაქეთა კავშირსა და აღორძინებას ასახელებს. ის უპირობო გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ნაციონალებსა და ლეიბორისტებსაც. რჩეულიშვილის განცხადებით, ეს ორი პარტია ელექტორატს გადაინაწილებს და 10-12 პროცენტს მოაგროვებს.
რჩეულიშვილის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვების შანსი არა აქვს არც ჟვანიას გუნდს. ”თუ ჟვანია შევარდნაძეს არ დაუბრუნდება, “ახლებს” უნდა შეეკრას, რათა მომავალი არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდეს,” -აღნიშნავს რჩეულიშვილი.
პოლიტიკოსები ახალ პარლამენტში ”ახალი მემარჯვენეების” დამოუკიდებლად მოსვლას არ გამორიცხავენ. “ახლების” არჩევნებში გამარჯვების შანსი კარგად გამოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. სოციალისტთა ლიდერი ედპ-ს, ტრადიციონალისტებსა და დემოკრატებს მოკავშირეთა გარეშე 2003 წლის არჩევნებში განწირულებს უწოდებს. მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას, ირინა სარიშვილისა და აკაკი ასათიანის ერთ ბლოკში გაერთიანება მოხდა, მაშინ ისინი არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებასაც შეძლებენ. ვიცე-სპიკერი სასურველად მიიჩნევს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 3 მსხვილი ბლოკის ჩამოყალიბებას. რჩეულიშვილი ერთ ბლოკში მოქკავშირს, სოციალისტებსა და მრეწველებს აჯგუფებს, მეორეში - აღორძინებასა და ლეიბორისტებს, ხოლო მესამეში - ნაციონალებს, ჟვანიას, სარიშვილსა და ტრადიციონალისტებს.
რაც შეეხება აღორძინებას, იგი აჭარაში მოპოვებული ხმების იმედად არის დარჩენილი. მომავალი არჩევნების დროს ის ვეღარ იქნება ოპოზიციური თუ ფსევდოოპოზიციური ძალების შემკრები. აბაშიძის შანსი 1992 წლის მოდელის განმეორებაა, როცა მათ ბარიერის გადალახვაში აჭარის ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაეხმარა.
მთლიანობაში კი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს 2003 წლის არჩევნებში, ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ გარდატეხას შეიტანს. ის, ვინც უმრავლესობაში მოსვლას შეძლებს, მოგვიანებით საპრეზიდენტო არჩევნებშიც სერიოზული განაცხადისთვის მოემზადება. პოლიტიკოსებს კარგად ესმით 2003 წლის არჩევნების მნიშვნელობა და წელში წყდებიან, რომ ქულები დააგროვონ, მაგრამ მთავარია, მათი ამბიციების აფეთქებამ საშიში სახე არ მიიღოს.