ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება თვითმკვლელობისა და მკვლელობის მხსვერპლთა შესახებ.
მისი მონაცემებით, მსოფლიოში თვითმკვლელობა ყოველ 40 წამში, ხოლო მკვლელობა ყოველ 60 წამში ხდება, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად კი ყოველ 100 წამში ერთი ადამიანი იღუპება. გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ამ ინფორმაციით, 2000 წელს ძალადობის შედეგად 1,6 მილიონი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულია აგრეთვე, რომ თვითმკვლელობების რაოდენობა მამაკაცებს შორის სამჯერ აღემატება ქალებს შორის ამავე მაჩვენებელს და ყველაზე მეტად გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში. მაგალითად 100 000 ადამიანზე ლიტვაში 51, რუსეთში 43, ხოლო შეერთებულ შტატებში სულ 7 თვითმკვლელობა მოდის.