ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა სამგზავრო ავტობუსი.
13 მგზავრი დაიღუპა, 6 დაშავდა. შემთხვევა ბამინაის პროვინციაში მოხდა. მგზავრებმა მძღოლს ურჩიეს სხვა გზით წარსვლიყო, მაგრამ მან ყური არ ათხოვა რჩევას.
გაზეთმა “ნიუ იორკ ტაიმსმა” დაწერა, რომ ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ასობით ავღანელი უიარაღო მოქალაქე დაიღუპა აშშ-ის ავიაციის მცდარი საჰაერო დარტყმების გამო. გაზეთის ცნობა ეყრდნობა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელიც 11 რაიონში ჩატარდა. ნახევარ წელიწადში ამგვარად 400 ავღანელი იქნა მოკლული.