Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ რუსლან გელაევთან პირადი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ამ ჩეჩენ საველე მეთაურთან კონტაქტები ჰქონდათ მის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ რუსლან გელაევთან პირადი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ამ ჩეჩენ საველე მეთაურთან კონტაქტები ჰქონდათ მის წარმომადგენლებს.
ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსლან გელაევის რაზმმა, რომელიც “ყველაზე ძლიერია”, დიდი ხანია დატოვა საქართველოს ტერიტორია. ედუარდ შევარდნაძის აზრით, რუსლან გელაევი რუსეთისთვის “მისაღები პიროვნებაა”. ამავე დროს, მან თქვა, რომ არ იცის, ხოცავდა თუ არა რუსლან გელაევი ადამიანებს და ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული. ალბათ ეს ყველაფერი იყო, რადგანაც იგი გაიქცა, თქვა შევარდნაძემ.
XS
SM
MD
LG