ამ გალერეაში რადიო თავისუფლებამ შეკრიბა ბოლო სამი საპროტესტო ღამის ქრონიკა, რომელიც ასახავს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგობასა და ერთიანობას.
30 აპრილი, რუსთაველის გამზირი.
აქციის ხელაწეული მონაწილეები "რობოკოპების" პირისპირ დგანან. რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმმა აქციის დაშლა მოულოდნელად, გაუფრთხილებლად დაიწყო.
იგივე ღამე, რუსთაველის გამზირი.
სპეცრაზმის წინ მდგარი ქალი საქართველოს დროშით „რუსულ კანონს“ აპროტესტებს.
„მე მინდა, რომ გაგაგებინოთ, თქვენს გულებამდე მოვიდე, არ შეგვეხოთ“, - თეატრის მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ცდილობს სპეცრაზმის შეჩერებას.
წყლის ჭავლით, "წიწაკის სპრეითა" და ცრემლსადენი გაზით გაყრილი დემონსტრანტები რამდენიმე წუთში რუსთაველზე ბრუნდებიან.
1 მაისი, რუსთაველის გამზირი.
დარბევით, დემონსტანტების დევნითა და მათზე ძალადობით გაბრაზებული მოქალაქეები მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე ისევ გამოდიან. მათ შორის ბევრი პატარა ბავშვით.
1 მაისის ღამეს "რობოკოპები" პარლამენტის ეზოდან არ გამოდიან. შენობის ყველა შესასვლელი შიგნიდანაა ჩარაზული. დროდადრო წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს სპეცრაზმელები რკინის ჭიშკრის მეორე მხრიდან აფრქვევენ.
გაზით დახუთული დემონსტრანტები ქაშვეთის ეკლესიაში. 15-20 წუთის შემდეგ ისინი ისევ პარლამენტის წინ დადგებიან.
პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ჭიშკარი. აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის შესაჩერებლად ბარიკადებს აგებენ.
პროტესტის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჭიშკართან ნაგვის ურნა მიაგორეს და ცეცხლი წაუკიდეს. აქციების დროს ამ კარს მიღმა სპეციალური დანიშნულების რაზმები იმყოფებიან.
ბარაკიდები, პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეებმა მიზანს მიაღწიეს - პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი შეწყდა. 1-დან 2 მაისის ღამე.
რამდენიმე წუთში ცრემლსადენი გაზის გაშვებიდან.
აქციის მონაწილეები პირბადეებსა და ფიზიოლოგიურ ხსნარს არიგებენ.
2 მაისის დილის 4 საათი, აქცია თითქმის დასრულებულია. მომიტინგეების ნაწილი ნაგავს აგროვებს.
"ვერ გაგვაჩუმებთ" - წარწერა ბანერზე
2 მაისი, გმირთა მოედანი
მას შემდეგ, რაც გმირთა მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებმაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტეს, პოლიციამ დააკავა, პარლამენტთან შეკრებილი ხალხი მათკენ დაიძრა და შეუერთდა. მეორე დღეს გაირკვევა, რომ ჯამში გმირთა მოედანზე სამართალდამცველებმა 23 ახალგაზრდა დააკავეს.
გმირთა მოედანი, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო კვანძი გადაკეტილია.
ახალგაზრდები პატივს მიაგებდნენ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
პლაკატები და წარწერები გმირთა მოედნის ესტაკადაზე
პროტესტის გამო შეფერხებული ავტომობილის მძღოლები მშვიდად ელოდებიან გზის გახსნას, მათი ნაწილი ახალგაზრდებს სიგნალებით ესალმება.