საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ერთი თვეა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა - საზოგადოება მისგან ითხოვს მიმდინარე პროცესების ობიექტურ და სრულყოფილად გაშუქებას და ხელისუფლებისგან უკმაყოფილო მოქალაქეების ხმის გაჟღერებას.
თავად მაუწყებლის თანამშრომლები მოითხოვენ დღის ეთერის გახსნას დისკუსიებისთვის. პარალელურად მაუწყებლის ადმინისტრაცია საზოგადოების მოთხოვნებს ზეწოლად აფასებს და თვლის რომ მათ მიმართ პრეტენზიები ტელევიზიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ნინო ზაუტაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, რა ხდება ტელევიზიაში და რატომ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანი.
ფორუმი