Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ყორშია: „მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა და ვერ გადარჩება“


ბექა ყორშია: „მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა და ვერ გადარჩება“
please wait

No media source currently available

0:00 0:09:08 0:00

15 სექტემბერს სიუჟეტზე მომზადებისას დაშავდა „მთავარი არხის"  ოპერატორი  ლევან აბლოთია. ის ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე სიუჟეტს ამზადებდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორი „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს, რასაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპერატორი შემთხვევით კიბის მოაჯირიდან გადავარდა. ლევან აბლოთია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. რა მოხდა 15 სექტემბერს ქარელში და რა სახის სიუჟეტის მომზადებას გეგმავდა გადამღები ჯგუფი - ამ თემაზე „რადიო თავისუფლება“ ბექა ყორშიას ესაუბრა. უახლოეს მომავალში რადიო თავისუფლება ასევე შემოგთავაზებთ ზაზა გულიაშვილთან ინტერვიუსაც.

XS
SM
MD
LG