Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს


იტალიის სერია A-მ 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

22 წლის ქართველი შემტევი იტალიაში შარშან, ზაფხულში გადავიდა ბათუმის „დინამოდან“. უმალ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მალევე გახდა გუნდის ლიდერი.

სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა. ამასთან, 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა და ეს მაჩვენებელი საუკეთესოა მიმდინარე სეზონში.

„ნაპოლი“ ოცდაცამეტწლიანი პაუზის შემდეგ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც მნიშვნელოვანწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა.

XS
SM
MD
LG