Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წაჩხურობა

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს, ყოველი აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი ჰყავს. ამ დღეს აღინიშნება წაჩხურობა, ტაძარში მოსალოცად შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მადლიერი ადამიანები მიდიან. მათ თან პატარა აკვნები მიაქვთ, ზოგში კი თოჯინაც ჰყავთ ჩაწვენილი. ტარდება სპეციალური ლოცვა უშვილოთათვის, აკვნებს აკურთხებენ და ტოვებენ ეკლესიაში, ასევე აკვნის გაჩუქებაცაა შესაძლებელი.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG