ვიდეო კომენტარები
გია ქარსელაძის ერთადერთი ვიდეო
გია ქარსელაძე 9 აპრილის ღამით რუსთაველზე იყო. 25 წლის გია ქარსელაძე კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. ოჯახში ინახება ერთადერთი ვიდეოჩანაწერი. რომელიც 1987 წლის ზაფხულშია გადაღებული. ეს გიას ოჯახისთვის ყველაზე ძვირფასი ჩანაწერია, ჩანაწერი, სადაც გია ცოცხალია.