Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება კორონავირუსთან ერთად - მზად ვართ?


გადმოწერა

ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება ჯანდაცვის სისტემების მართვის ექსპერტს, ქირურგ კოკა ფრუიძეს.​


პოდკასტის თემებია:

  • რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე?
  • სად აქვს ჯანდაცვის სისტემას სუსტი წერტილები?
  • საერთო ჯამში, მზად არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა და საზოგადოება, იცხოვროს კორონავირუსთან ერთად?


ცნებების და ტერმინების განმარტება:

  • ინტენსიური მოვლის საწოლი - ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და მაღალკვალიფიციური სტაციონარული (საავადმყოფოში გაწეული) სამედიცინო მომსახურების ერთეული. გულისხმობს არა მხოლოდ საწოლს/სივრცეს, არამედ შესაბამისი ტექნოლოგიებით, სამკურნალო საშუალებებით და, რაც მთავარია, კვალიფიციური საშუალო და უმაღლესი განათლების სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალით 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფას.
  • ოჯახის ექიმი - ლიცენზირებული, უმაღლესი სამედიცინო განათლების სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია პაციენტის პირველადი და უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა და დახმარება ასაკის, სქესისა და დაავადების მიუხედავად. ოჯახის ექიმი იცნობს პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას და შეუძლია მისი კომპლექსური მართვა.
XS
SM
MD
LG