უკრაინისთვის მებრძოლებს საქართველოში პატიმრობა შეეფარდათ
4 დეკემბერს უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი 2 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში მდებარე ორ სასტუმროში („ალიანსი“ და „გურუ“) ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს, რადგან ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ იარაღი შეგნებულად ჩაუდეს. სასამართლო პროცესზე რამდენიმე დაკავებულმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისგან მათთვის დასმული პირველი შეკითხვა არა იარაღს, არამედ თბილისში დაგეგმილ მიტინგს უკავშირდებოდა. საქმეს პოლიტიზებულს უწოდებს უკრაინის რადის ოპოზიციონერი დეპუტატი. უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოხალისეების დაკავებაში სემიონ სემენჩენკო რუსეთის კვალს ხედავს. წინასასამართლო სხდომა 24 იანვრისთვის დაიგეგმა.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს