Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი ცხოვრების მთავარი მელოდია


ავტორი: ლიკა გოდერიძე

ცხოვრებაში, მარცხს ბევრჯერ გავუსინჯე გემო, გამარჯვებასაც მაგრამ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მარცხი უფრო ხშირად მახსენებს თავს. ის მომენტები, როდესაც გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებდა და უბრალოდ დავმარცხდი ...

ხშირად გესმით ნაცნობი სიტყვები? განიცდით ნაცნობ ემოციურ კავშირს? თითქოს აქამდე უკვე ეს ყოველივე გაიარეთ, თითქოს დასასრულია, მაგრამ რეალურად, ჯერ მხოლოდ დასაწყისია...

ნაცნობი მელოდია თქვენთანაც უკრავს ხოლმე ?

ჩვენ, ყველანი მსახიობები ვართ, ისევე, როგორც ეკრანზე, ხანდახან სიამოვნებით ვირგებთ სხვადასხვა როლს და ვთამაშობთ...ზოგჯერ, ვინიღბებით პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობით და ემოციური კავშირით. თითოეულ ნიღაბს თან ახლავს ბევრი დრამა, ემოციური ბარგი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძიმდება.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ... იცით ? ისეთი ადამიანების გამო მიტირია ალბათ, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდნენ თუნდაც იმას, რომ მათზე ფიქრს დრო დავუთმე ...

გამოდის, რომ ამ შემთხვევაში როლი ღრმა გრძნობით ვითამაშე ხომ ?

ურთიერთობებში ჩვენ ვეძებთ უსაფრთხო სივრცეს, რომ ვიყოთ საკუთარი თავი, გავუზიაროთ სხვას ჩვენი აზრები, გრძნობები და მისწრაფებები განსჯის ან პრეტენზიის გარეშე.

ჩემი ცხოვრების ილუზიური და რეალობასთან შეუსაბამობა სცენარი უფრო მეტს მეუბნებოდა ჩემს შესახებ, ვიდრე სხვა ადამიანზე. ყველაფერი მოდის და მიდის. ეს არის ცხოვრების რიტმი. წარუმატებლობისგან სწავლით, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ საკუთარი სისუსტეები და ვიმოქმედოთ ჩვენი ძალების შესაბამისად. გამოცდილება ეს გახლავთ აგური თქვენი სრულფასოვანი ცხოვრების გზაზე.

ჩვენ, ადამიანებს, გვიყვარს ყურადღების გამახვილება შედეგსა და ფინიშზე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ მთის მწვერვალზე მოგზაურობა გვაყალიბებს. თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით მოგზაურობს ცხოვრების გზაზე, არა მხოლოდ გვაყალიბებს ვინ გავხდებით, არამედ განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორ ვგრძნობთ თავს იქ მისვლისას.

თუ წარუმატებლობა არის წარმატების შეუსრულებლობა, მაშინ მოვითხოვოთ, რომ მხოლოდ ზრდას ველოდოთ საკუთარი თავისგან და განვსაზღვროთ წარმატება, როგორც გამოცდილებით ბრძოლა მიზნისაკენ.

ემოციებისგან თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ ... თუმცა, ყოველმა მარცხმა და მცდელობამ დამატებით მავთულხლართებში გამხვია.

მთავარია მაშინ, როდესაც ცხოვრებაში „სწორი“ მელოდია დაუკრავს, უმალვე აჰყვეთ, არცერთი წამის დაგვიანებით... რიტმულად და სწორად, მიუხედავად იმისა თუ რამდენად დაღლილი და დაცლილი ხართ ემოციებისგან. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ცხოვრების მთავარი მელოდია იქნება ნაცნობი თუ სრულიად უცხო.

იცით როდის იქნებით ყველაზე კარგად ? როცა მომენტში შეძლებთ, რომ ყველა ისტორიის მელოდია ერთდროულად ჩართოთ და თავი მაღლა ასწიოთ...

უი, ჰო კიდევ ერთი რამ ...

დამარცხება არანაკლებ მნიშვნელოვანია გამარჯვებაზე, თუნდაც იმიტომ რომ თქვენ სცადეთ... ცხოვრების სიმფონია არ არის სოლო შესრულება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც ჩვენი ცხოვრების შესაბამისად ვითარდება.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG