2022 წელს, როდესაც ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი პოლიტიკურ პროცესებს გაეთიშა. დაბრუნების შემდეგ კი მას სხვანაირი საქართველო დახვდა - სხვანაირი სამოქალაქო პროტესტით და აქტივისტთა ახალი თაობით.
შეიცვალა თავად შოთაც - სტუდენტობის წლებში პოეტი „შოთა გაგარინი“, დროსთან ერთად მარცხნიდან ცენტრისკენ გადაიხარა. „შვილის“ ახალ ეპიზოდში ის ყვება რატომ არ აპირებს საქართველოდან წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ „დაიღალა“.
ფორუმი