ვიდეო კომენტარები
დავით ზალკალიანისა და გიგა ბოკერიას კამათი ლავროვთან შეხვედრის თემაზე
17 ოქტომბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შეხვედრის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ წინა დღეს (25 ოქტომბერს) აცნობა ნიუ-იორკში მყოფ ქართველ ტელეჟურნალისტებს და მისი კომენტარი გადაიცა კიდეც მედიით. მან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, გიგა ბოკერიას გადასცა კომენტარის ტექსტური ვერსია, თუმცა ბოკერიასთვის ტექსტის შინაარსი სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. მინისტრმა განმარტა, რომ ლავროვის გვარს პირდაპირ ვერ ახსენებდა, დიპლომატიაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად.