Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში"


გალაკტიონის ეს შედევრი წარმოადგენს გენიალური კრებულის, „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ პროლოგოსს, მასში ჩადებულია ამ კრებულის ღია და საიდუმლო გასაღებები, რომელთაგან ერთ-ერთია „შეშლილი სკვითელი“ („რომანზე ისვენებს შანდალი, || რომანში – შეშლილი სკვითელი“). „სკვითელი“ რომ „რუსის“ ნიშანია, ამაზე ბლოკის ლექსიც მიუთითებს („Да, Скифы мы, Да, азиаты мы…), ხოლო „შეშლილ სკვითელში“ რომ დოსტოევსკის პერსონაჟი იგულისხმება, ამაზე ბევრი რამ გვიამბობს. მეიერხოლდის დასის მიერ ქუთაისში დადგმულ პიესაში „ძმები კარამაზოვები“ სცენაზე მაგიდა იდგა, მაგიდაზე – წიგნი და წიგნზე – შანდალი. რომელი პერსონაჟი იგულისხმება „შეშლილ სკვითელში“? იქნებ ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი? არა, ეს აშკარად ივან კარამაზოვია, ივან კარამაზოვი თავისი კუბოკრულ კოსტიუმში გამოწყობილი მოსაუბრით…

XS
SM
MD
LG