Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორის სახელმწიფო დაფინანსება - რა დააზღვევდა რისკებს?


"სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება ძალიან ფრაგმენტულია და არ უწყობს ხელს სექტორის განვითარებას", - ამბობს ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტი "დილის საუბრებში". 8 ნოემბერს ფონდმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსებას შეეხება. ის აგრეთვე ლაპარაკობს იმ რისკებზე, რასაც სახელმწიფოსგან დაფინანსებული პროექტები უქმნის სამოქალაქო სექტორს. ქეთევან ვაშაკიძე აცხადებს, რომ აღიარებს იმ ორგანიზაციების - ე.წ. watchdog-ების საქმიანობის დიდ მნიშვნელობას, რომლებიც არ მიმართავენ სახელმწიფოს დაფინანსებისთვის. ქეთევან ვაშაკიძის აზრით: "აქ არ დგას საკითხი - უნდა არსებობდეს, თუ არა დაფინანსება? სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება არსებობს საქართველოშიც. არ ვლაპარაკობთ ძალიან მნიშვნელოვან თანხებზე, მაგრამ ვხედავთ, რომ გარკვეული ჯგუფები სამოქალაქო სექტორისა მეტ დაფინანსებას ღებულობენ და ეს არ არის ორგანიზაციები, რომლებიც უფრო პოლიტიკურ სფეროში მუშაობენ. არის ორგანიზაციები, რომლებიც სერვისებს უწევენ მოწყვლად ჯგუფებს და აქ არ არის მარტო საგრანტო დაფინანსებაზე ლაპარაკი, არამედ ისინი მონაწილეობენ ტენდერებშიც".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG