Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეა კულუმბეგაშვილის "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია


დეა კულუმბეგაშვილი დაჯილდოების დროს.
დეა კულუმბეგაშვილი დაჯილდოების დროს.

დასრულდა ვენეციის კინოფესტივალი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.


მთავარ კონკურსში ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა - 1992 წელს ლანა ღოღობერიძის „ვალსი პეჩორაზე“ და 1996 წელს, ოთარ იოსელიანის „ყაჩაღები“.

ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი გადაეცა პედრო ალმოდოვარს ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".

ოქროს ლომის გადაეცა პედრო ალმოდოვარს
ოქროს ლომის გადაეცა პედრო ალმოდოვარს

ფორუმი

XS
SM
MD
LG