ვიდეო კომენტარები
მიკროავტობუსების აკრძალვამ ქუთაისში ხალხის ნაკადი შეამცირა
ქუთაისში რამდენიმე საქალაქთაშორისო სადგურია, საიდანაც მიკროავტობუსები ყოველდღიურად იმერეთის სოფლებისა და ქალაქების მიმართულებით გადის. მართალია, პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე, ხალხის ნაკადის შემცირება მოჰყვა, თუმცა რეისები მაინც სრულდება. დისპეტჩერების თქმით, გახანგრძლივდა მიკროავტობუსების გასვლის ინტერვალი.