Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანც კაფკა, "გოდოლი"


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიის წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ ლევან ბერძენიშვილის საუბარს გენიალური ფრანც კაფკას რომანზე „გოდოლი“. მსოფლიო ლიტერატურის ეს შედევრი კაფკას ყველაზე ავტობიოგრაფიულ რომანად ითვლება. ფრანც კაფკამ რამდენჯერმე სცადა ცოლის მოყვანა, თუმცა ეს ვერასოდეს ვერ მოახერხა სხვადასხვა მიზეზის გამო. რომანშიც მიწისმზომელი კ., რომელიც არავის არაფერში არ სჭირდება, ცდილობს ქალის გული მოიგოს, თუმცა ასაკოვან ჩინოვნიკთან კონკურენტულ ბრძოლას წააგებს, რადგან მასთან ქალიშვილს გაცილებით მეტი ემოცია აკავშირებს, ვიდრე ათეულობით წლებით ახალგაზრდა კ.-სთან. რომანში ფიგურირებს გორაკზე განლაგებული გოდოლი თავისი მრავლობით კანცელარიებით, ჩინოვნიკებით, თანაშემწეებით და დამონებული გლეხებით...
XS
SM
MD
LG