საქართველოში გავრცელებულმა კორონავირუსმა COVID-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების ჩვევები. მოქალაქეები ცდილობენ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაემორჩილონ შეზღუდვებს, ვირუსის გავრცელების შესჩერებლად.
ფოტო: სოციალურად დისტანცირებული თბილისი

1
მოქალაქეები მაღაზიის და აფთიაქის წინ რიგში დისტანციას იცავენ.

2
თბილისში დაიკეტა დიდი სავაჭრო ცენტრები და სხვა მაღაზიები. მუშაობას განაგრძობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

3
მომსახურების სფეროში დასაქმებულები ვირუსისგან თავდაცვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

4
სამედიცინო პირბადეს და ხელთათმანი მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცა.

5
ავტობუსის გაჩერება კოსტავას ქუჩაზე.

6
შინ მყოფი ხალხი გამოძახების სერვისებით სარგებლობს.

7
კორონავირუსის COVID-19- ის გავრცელების გამო აიკრძალა ქორწილისა და ქელეხის გადახდა. ასევე სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების მოწყობა.

8
"მშრალ ხიდზე" რამდენიმე მოვაჭრეს მაინც შენიშნავთ, თუმცა უმეტესობა ითვალისწინებს რეკომენდაციას და შინ რჩება.

9
განახლებულ ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მეყვავილე მუშაობს.

10
ახლა ასე გამოიყურება ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ტურისტული ქუჩა თბილისში.