რუსეთის საოკუპაციო ძალებს იერიშები მიაქვთ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, საცხოვრებელ და ინდუსტრიულ რაიონებზე. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ნადგურდება ინფრასტრუქტურა.
უკრაინა დატოვა ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ მეზობელ ქვეყნებში.
ნახეთ, 24 თებერვლიდან, ომის დაწყების დღიდან, როგორ გამოიყურება ის ადგილები, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმები განხორციელდა.
8 მარტი
რუსეთის თავდასხმის შემდეგ განადგურებული სახლები ხარკოვში. 8 მარტი
მაშველები ხანძარს აქრობენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კალინოვკის თავზე ჩამოაგდო რუსული ფრთიანი რაკეტა, რომელიც დაეცა საბაჟოს საწყობს და ხანძარი გამოიწვია. 8 მარტი
7 მარტი
მაშველები მუშაობენ დაბომბვის დროს განადგურებული შენობების ნანგრევებში. ჟიტომირი. 7 მარტი
დაბომბვის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი. მიკოლაივი. 7 მარტი
6 მარტი
ადგილობრივი მცხოვრებლები გარბიან ქალაქ ირპენიდან დაბომბვის დროს. 6 მარტი
რუსული არმიის თავდასხმის შედეგი ქალაქ იზიუმში. 6 მარტი
5 მარტი
კიევის ოლქის ირპენის მცხოვრებლებმა, ვიდრე საევაკუაციო ტრანსპორტს მიაღწევენ, დაბომბვის შედეგად დანგრეული ხიდი უნდა გაიარონ. 5 მარტი
დაჭრილი 18 თვის კირილის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს ექიმებმა მარიუპოლის საავადმყოფოში. 5 მარტი
4 მარტი
რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგ. ჟიტომირი. 4 მარტი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამით დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა. გაჩნდა ხანძარი, რომლის ლოკალიზება მეხანძრეებმა შეძლეს. არ დაზიანებულა არცერთი რეაქტორის უსაფრთხოების სისტემები და რადიაციის გამზომი ინფრასტრუქტურა. დაიჭრა უსაფრთხოების პერსონალის ორი წარმომადგენელი. ექვსი რეაქტორიდან მხოლოდ ერთი მოქმედებს, 60 პროცენტი დატვირთვით. 4 მარტი
3 მარტი
რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები ბოროდიანკაში. 3 მარტი.
ხალხი მოძრაობს ხიდის იმ ნაწილზე, რომელიც თავდასხმას გადაურჩა. ბუჩა. 2 მარტი.
2 მარტი
საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანებული შენობები ბოროდიანკაში. 2 მარტი.
მეხანძრეები აქრობენ თავდასხმის შედეგად ხარკოვის უნივერსიტეტის შენობაში გაჩენილ ხანძარს. 2 მარტი.
1 მარტი
დედები შვილებთან ერთად თავს აფარებენ ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფს. კიევი. 1 მარტი.
სასწრაფო დახმარების ექიმებს საკაცით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელ უბანზე თავდასხმისას დაიჭრა. მარიუპოლი. 1 მარტი.
28 თებერვალი
ბავშვები, რომლებიც პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, ჩაიყვანეს საავადმყოფოს სარდაფში, რომელსაც ბომბსაფრად იყენებენ. კიევი. 28 თებერვალი.
ატირებული ბავშვი კიევის სადგურში, საიდანაც ხალხი ცდილობს ლვოვისკენ გამგზავრებას. 28 თებერვალი.
27 თებერვალი
ქალი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ სახლთან. ვასილკივი. 27 თებერვალი.
ხანძარი ნავთობბაზაზე თავდასხმის შემდეგ. ვასილკივი. 27 თებერვალი.
26 თებერვალი
დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი კიევში. 26 თებერვალი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი კიევში. 26 თებერვალი.
25 თებერვალი
ქალი ცდილობს ნაგვის გატანას საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ჭურვი მოხვდა. კიევი. 25 თებერვალი.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი კიევში. 25 თებერვალი.
24 თებერვალი
კაცი ზის დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობის წინ. ჩუგუივი. 24 თებერვალი.
მეხანძრეები აქრობენ დაბომბვით გამოწვეულ ხანძარს. ჩუგუივი. 24 თებერვალი.
ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.