ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვი მსოფლიოში 109 577-ია. 3 809-ს მიაღწია გარდაცვალებულთა რაოდენობამ. COVID-19 გამო, 10 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა იტალიის მთელ ტერიტორიაზე. კორონავირუსის გავრცელებამ გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული ქალაქების ვიზიტორების რაოდენობაზეც.
კორონავირუსის გამო დაცარიელებული ქუჩები და შენობები მსოფლიოში

1
რომის პაპი ფრანცისკე ცარიელი ტაძრიდან ლაივსტრიმის მეშვეობით ატარებს მესას. ვატიკანი.

2
დაცარიელებული წმინდა პეტრეს მოედანი მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა. რომი.

3
თითქმის ცარიელი ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში, რომელშიც ყოველთვიური პლენალური სხდომა კორონავირუსის გამო შემცირებული შემადგენლობით მიმდინარეობს. 2020 წ. 10 მარტი.

4
კორონავირუსის გავრცელების გამო რაიხსტაგი ტურისტებისთვის დახურულია. ბერლინი, გერმანია.

5
მილანის საკათედრო ტაძრის მოედანი მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გამო ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა. მილანი, იტალია.

6
თითქმის ცარიელი ქუჩა კასტელ ნუოვოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ფოტო გადაღებულია მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ კორონავირუსის აფეთქების გამო ქვეყანაში სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა. ნეაპოლი, იტალია.