22 მაისი, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღე, დღეს ბოტანიკურ ბაღში ბავშვებთან ერთად აღნიშნეს.
ფოტორეპორტაჟი: ფრინველების ფესტივალი

1
სანამ ჩიტის სახლებს ხეებზე დაკიდებენ, მანამდე მასში თვალსაჩინოებისთვის გიგანტური მწერები "შეასახლეს".

2
გიდი ჭოგრიტებს არიგებს. რამდენიმე წუთში, ბავშვები სპეციალურად მომზადებულ ბილიკებზე ბოტანიკური ბაღის ფრინველებს დააკვირდებიან.

3
თუმცა ბავშვებს უყურადღებოდ ბაღში არაფერი დარჩენიათ. არც ნაცნობი და არც უცნობი მცენარეები.

4
პირველი აღმოჩენა - ჭიანჭველების ბუდე და პირველი დასკვნა: აი ეს, ბზიკებისა და ფუტკრებს ნათესავი ჭიანჭველა "მებრძოლი" უნდა იყოს.

5
ჭიაყელა, რომელიც გზად გადაეყარათ მზრუნველად გადასვეს ბალახში. თუმცა ისიც გაიფიქრეს - "ნეტა მოგზაურობის საწყის წერტილს ხომ არ დაუბრუნეს?"

6
მიუხედავად იმისა, რომ ბაყაყი პირველად არ უნახავთ მაინც გულმოდგინედ ცდილობდნენ მის ნაპირზე ამოტყუებას.

7
ეს ჩხიკვია. ბავშვებმა ასევე ნახეს მიმინო, შაშვი და ბევრი მტრედი.

8
ამბობენ, რომ მართალია განსხვავებული ფრინველი არ უნახავთ, მაინც, ბოტანიკურ ბაღში სტუმრობით კმაყოფილები დარჩნენ. განსაკუთრებით ფრინველების ჭოგრიტით დათვალიერება მოეწონათ.

9
ბოტანიკურ ბაღში სხვა ბევრი სახალისო, შემეცნებითი თამაშებიც გაიმართა.

10
ნეტა რომელი ფრინველის სახელია გამოტოვებული ამ ფაზლში?