ნაძვი, ფიჭვი, ჭადარი - ზესტაფონში ყველა ხე საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. პარტიების სააგიტაციო პლაკატები თითქმის ყველა ბოძსა და ხის ვარჯზე წებოვანი ლენტითაა გადაწებებული. „ტყუილად აჭრელდა ქალაქი, ვისაც უნდა მათ გარეშეც მივა არჩევნებზე", - ეუბნება თავისუფლებას ერთ-ერთი ზესტაფონელი ქალი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გაკრულმა პლაკატებმა გააბრაზა.