სამი ათწლეულის შემდეგ რეგიონს ჯერაც ეტყობა კატასტროფის კვალი, რომელმაც25 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ათიათასობით სახლი დაანგრია.
სომხეთის კატასტროფული მიწისძვრის 30 წლისთავი
1988 წლის 7 დეკემბერს საბჭოთა სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი მიწისძვრამ დაანგრია.

11
საბჭოთა ჯარისკაცები ნანგრევების გაწმენდაზე მუშაობენ. გორბაჩოვმა ერთ-ერთ ინტერვიუერს ჰკითხა: "ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ბეტონის ბლოკებში ძალიან ცოტა ცემენტი და საჭიროზე მეტი ქვიშაა? ეს ნიშნავს, რომ ცემენტი მოპარულია. ვის მიერ?"

12
გიუმრისთან ერთად მიწასთან გასწორდა სპიტაკი (სურათზე). მიწისძვრის შედეგად ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნანგრევებში აღმოჩნდა გამომწყვდეული.

13
მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანი ნანგრევებქვეშ. მალე სომხეთისკენ დაიძრა საერთაშორისო დახმარების ტალღა. ეს იყო ამ სახის ყველაზე ფართო მასშტაბის თანამშრომლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

14
სომხეთში გასაგზავნად გამზადებული თევზით დატვირთული კასრები საბჭოთა ყაზახეთში. მას შემდეგ, რაც დაიწყო უცხოეთიდან სომხეთის დახმარება, გიუმრის აეროპორტის მიერ მიღებული რეისების რიცხვი ოთხიდან 180-მდე გაიზარდა.

15
12 დეკემბერს გიუმრის აეროპორიტში დაჯდომის მცდელობისას ავარია განიცადა საბჭოთა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა. დაიღუპა 78 ადამიანი. ამის შემდეგ მალე ერევნის მახლობლად ჩამოვარდა თვითმფრინავი იუგოსლავიიდან, რომელიც ასევე ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ასრულებდა რეისს. დაიღუპა შვიდი ადამიანი.

16
ზამთარს სულ უფრო ემატებოდა სუსხი, მიწისძვრას გადარჩენილი 150 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა ჩრდილოეთ სომხეთის მთიან რეგიონში. ამ მოვლენების შემდეგ მალე დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჰუმანიტარული დახმარება და აღდგენის პროცესი შეფერხდა.

17
დღევანდელი გიუმრი ჯერაც საჭიროებს განახლებას. რეკონსტრუქცია სპორადულად ხდება, ასობით ადამიანი ჯერაც სახელდახელოდ მოწყობილ საცხოვრებელშია დაბინავებული. ეს შენობა მობილური ტრეილერის გარშემოა აშენებული.

18
მიწისძვრით დაზიანებული შენობები გიუმრიში 2013 წელს. მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ქალაქის ქარხნების უდიდესი ნაწილი დაანგრია, მოსახლეობა თითქმის განახევრდა. გადარჩენილები და სხვები სამუშაოდ რუსეთში მიდიან. როგორც ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი ამბობს, მათ უმუშევრობა და სიღატაკე უფრო აშინებთ, ვიდრე ახალი მიწისძვრის საფრთხე.