Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილოსოფია - მიდრეკილება იფიქრო მკაფიოდ


შინ - უცხოეთში გაიცნობთ გიორგი ვაჩნაძეს, რომელმაც აშშ-ის ნიუ-მექსიკოს ქალაქ ლას-კრუსესში გაატარა ოთხი წელიწადი, ფილოსოფია ისწავლა. აშშ-ში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს და მერე კვლავ ესტუმრა ფენომენოლოგიაში ჩასაღრმავებლად დასავლეთს - ბელგიას, ლიუვენს, სადაც შედგება მისი მაგისტრად აღიარება ბიოპოლიტიკის სფეროში. სააზროვნო თემებით შეკითხვები, რომლებიც დღეს, პანდემიის დროს უნდა დაისვას: ხომ არ ხდება თავისუფლების აღკვეთა აბსტრაქტული რისკის სახელით? რატომ მოქმედებენ რაციონალობის სახელით არარაციონალურად? ხომ არ „გამოიჭირეს“ მედიცინა პოლიტიკოსებმა? და ისიც, რომ რიცხვების იდეოლოგიასაც უნდა ინტერპრეტაცია.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG