ვიდეო კომენტარები
გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებასთან დიალოგზე
უშედეგოდ მიმდინარეობს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის. ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციის ყველა შეთავაზებაზე. „ძალიან წვალობს ხელისუფლება იმიტომ, რომ ვერ ღებულობს ვერც პროპორციულს, ვერ ღებულობს ვერც „გერმანულ მოდელს“ და ვერც მის მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს ... ერთი რამ ნამდვილად გავიგეთ, ყველა და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან უკმაყოფილო იმ სისტემით, რომელიც არსებობს... რადგან არ გინდა დედამიწის ზურგზე არსებული ყველა სამართლიანი სისტემა, მაშინ გაუგებარია, რა გინდა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს გამართული მესამე რაუნდის შემდეგ.