„წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ამერიკის უდიდეს პოეტზე, უოლტ უიტმენზე და მისი ლექსების კრებულზე „ბალახის ფოთლები“ („ბალახის ფურცლები“).
ეს კრებული პირველად 1855 წელს გამოიცა და თორმეტ ლექსს მოიცავდა; პოეტი ყოველ ახალ გამოცემაში უმატებდა ლექსებს და ავტორისეულ ბოლო გამოცემაში უკვე 400 ლექსი აღმოჩნდა.
უიტმენი ლექსის უდიდესი ნოვატორია, მან სრულყო ვერლიბრი და დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ევროპულ პოეზიაზე; გამოირჩეოდა ბგერწერით, ალიტერაციით, რიტმული სიმდიდრით. უიტმენთან პირველად გამოჩნდა პოეზიაში ურბანისტული თემა. პოეტმა პოეტურად დაამუშავა ამერიკის, როგორც მსოფლიოს უმძლავრესი ქვეყნის, მსოფლიო პასუხისმგებლობის საკითხიც...