საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ირაკლი ქურციკიძის დაღუპვა.
"უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა. ირაკლი ქურციკიძე უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ..." - წერს ფეისბუკზე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.